ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში | Allnews.Ge

ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ჩხუბი სესიაზე დეპუტატ ზაზა პაპუაშვილის ინიციატივას მოჰყვა. ის გამოვიდა წინადადებით, რომ წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ 2011 წლის 26 მაისს და წინა ხელისუფლების დროს დაღუპულთა ხსოვნას.

პაპუაშვილის წინადადების შესაბამისად უმრავლესობის წევრები ფეხზე წამოდგნენ, რასაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მხრიდან პროტესტი და რეპლიკები მოჰყვა, რაც სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

myquiz