"სასამართლოს უახლოეს დღეებში ან საათებში მივმართავთ, რათა კორცხელის ინციდენტში იდენტიფიცირებულების დასაკავებლად განჩინება გამოსცეს" | Allnews.Ge

"სასამართლოს უახლოეს დღეებში ან საათებში მივმართავთ, რათა კორცხელის ინციდენტში იდენტიფიცირებულების დასაკავებლად განჩინება გამოსცეს"

შს სამინისტო სასამართლოს უახლოეს დღეებში ან საათებში მიმართავს, რათა კორცხელის ინციდენტში იდენტიფიცირებული პირების დასაკავებლად განჩინება გამოსცეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განუცხადა.

"მე პირადად ვგმობ და ვემიჯნები ყველანაირ ძალადობას, ჩემთვის მიუღებელია, ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს ეს. ის ემოციები, რაც საზოგადოებაში და ჟურნალისტებში არსებობს, აბსოლუტურად მისაღებია, მაგრამ გამოძიება ემოციებზე ვერ იქნება აწყობილი.

არსებობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები, რომელიც დაცული უნდა იყოს", - განაცხადა მღებრიშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობა" კორცხელის ინციდენტის მონაწილე სპორტსმენების ვინაობას ასახელებს

მისივე თქმით, მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება, დაიკითხნენ მოწმეები, ასევე დანიშნულია ექსპერტიზები.

კორცხელის #53-ე უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა - დაშავებულია "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წევრი

შს მინისტრი ინციდენტში მონაწილე მხარეებს მოუწოდებს, ნუ შემოიფარგლებიან მხოლოდ სატელევიზო განცხადებებით და გამოძიებასთან ითანამშრომლონ.

"უახლოეს დღეებში თუ არა საათებში მიმართავს შს სამინისტრო სასამართლოს, რათა გასცეს განჩინება იმ პირების დასაკავებლად, რომლებიც იდენტიფიცირებულები არიან", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

myquiz