ანა ნაცვლიშვილი პრემიერის ინიციატივაზე - პრობლემა არა მსუბუქ და ცუდ კანონებშია, არამედ მათ აღუსრულებლობაში | Allnews.Ge

ანა ნაცვლიშვილი პრემიერის ინიციატივაზე - პრობლემა არა მსუბუქ და ცუდ კანონებშია, არამედ მათ აღუსრულებლობაში

პრობლემა დღეს არა მსუბუქ და ცუდ კანონებშია, არამედ მათ აღუსრულებლობაში, - ასე გამოეხმაურა საიას თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივებს კანონმდებლობის გამკაცრების თაობაზე.

"არ ვფიქრობ, რომ პრობლემა არის კანონებში და კანონის არარსებობაში. ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს შესაბამისი მუხლები სისხლის სამართლის კოდექსში, რომელთა გამოყენების საფუძველზე შესაძლებელია მსგავსი ტიპის მოქმედებისთვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა, დამნაშავეების დასჯა და შემდგომი პრევენცია", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, თუ კანონების პრაქტიკაში აღსრულება არ მოხდა, არანაირ კანონს აზრი არ ექნება.

"თუ ჩვენი სამართალდამცველები და სასამართლოები შეასრულებენ იმ კანონმდებლობას, რომელიც დღეის მდგომარეობით არსებობს საქართველოში, შესაძლებელია ამ ტიპის ინციდენტებზე დროული რეაგირება, დამნაშავეების გასამართლება და შემდგომი პრევენცია", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში ძალადობის გამოვლინებაზე, ჯგუფური დანაშაულის დროს სანქცია 4 წლამდე პატიმრობა იქნება, ხოლო თუ პირს ფიზიკური დაზიანება არ მიუღია, გათვალისწინებული იქნება ჯარიმა ან/და ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა, - აღნიშნულს ითვალისწინება კანონპროექტი, რომელიც პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა.

ცვლილებების თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება ახალი მუხლი, რომელიც სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადს გახდის ძალადობას, ან ძალადობის მუქარას საარჩევნო უბანზე, წინასაარჩევნო აგიტაციის ან კამპანიის ადგილას, ან მათ მიმდებარედ.

myquiz