პაატა ზაქარეიშვილი - პირველად მაქვს განცდა სინანულის | Allnews.Ge

პაატა ზაქარეიშვილი - პირველად მაქვს განცდა სინანულის

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ხურჩაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით თავის პირველ კომენტარს ნანობს.

როგორც ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისი სიტყვები იყო არასწორი და წინდაუხედავი. ზაქარეიშვილი აპირებს, რომ ხურჩაში ჩავიდეს და ოთხოზორიას ოჯახს პირადად მიუსამძიმროს.

"ხურჩაში რაც მოხდა ეს არის საშინელი მკვლელობა.

ნებისმიერი სახელმწიფო მოხელე, მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც მეც ვარ, მეტი ყურადღებით უნდა აკვირდებოდეს თავის სიტყვებს.

რაც მე ვარ სახელმწიფო მინისტრი პირველად მაქვს განცდა სინანულის, რომ ჩემი სიტყვები არა თუ სწორად არ იყო გაგონილი, არამედ არასწორად იყო ნათქვამი.

მინდა სინანული გამოვხატო გიგა ოთხოზორიას ოჯახის მიმართ, რომელმაც ჩემი სიტყვები მტკივნეულად აღიქვა.

ეს იყო ჩემი მხრიდან წამოცდენილი წინდაუხედავი სიტყვა და ვაპირებ ჩავიდე პატივი მივაგო ოთხოზორიას ოჯახს", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

myquiz