კორცხელის #53-ე და #54-ე უბნების შედეგები უცვლელი დარჩა | Allnews.Ge

კორცხელის #53-ე და #54-ე უბნების შედეგები უცვლელი დარჩა

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში კორცხელის #53-ე და #54-ე უბნებზე ხმები ხელახლა გადათვალეს.

ხმების გადათვლის შედეგად, საბოლოო შედეგი არ შეცვლილა და არჩევნებში გამარჯვება "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს დარჩა.

"ნაციონალური მოძრაობა" კორცხელის ინციდენტის მონაწილე სპორტსმენების ვინაობას ასახელებს

ხმების ხელახალი დათვლის პროცესში გაირკვა, რომ რეგისტრატორის ხელმოწერა, ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას არ ემთხვეოდა.

ახალი გადათვლის შედეგად კი აღნიშნული ხარვეზი გამოსწორდა, თუმცა ორივე უბანზე დაფიქსირებული შედეგები უცვლელი დარჩა.

ცესკოს წინასწარი შედეგებით, 9-დან 7 საარჩევნო ოლქში "ქართული ოცნების, 2-ში კი "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატებმა გაიმარჯვეს

ამასთან, საოლქო კომისიამ არ დააკმაყოფილა "ქართული ოცნების" მოთხოვნა, აღნიშნულ უბნებზე შედეგების გაუქმების შესახებ.

myquiz