ბიძინა ივანიშვილი - მთელი მედია თავისუფალია, გარდა "რუსთავი 2"-ის | Allnews.Ge

ბიძინა ივანიშვილი - მთელი მედია თავისუფალია, გარდა "რუსთავი 2"-ის

მთელი მედია თავისუფალია, გარდა "რუსთავი 2"-ის, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ რიცხვშია "ტაბულაც", თუმცა ის იმდენად პატარაა, რომ ყურადღების გადატანა არ ღირს.

"თქვენ არ ხართ "ნაციონალების" წევრი? მერე რა, რომ ჟურნალისტი ხართ", - მიმართა ივანიშვილმა "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს.

"ყველა ტელევიზია თავისუფალია გარდა რუსთავი 2-ის, თქვენ ხართ "ნაციონალების" ტელევიზია. ღმერთმა მოგახმაროთ. ასეც უნდა იყოს", - აღნიშნა ივანიშვილმა.

myquiz