საქართველომ თურქეთს სასაზღვრო ზოლზე 6 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გადასცა | Allnews.Ge

საქართველომ თურქეთს სასაზღვრო ზოლზე 6 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გადასცა

საქართველომ თურქეთს სასაზღვრო ზოლზე მდებარე 6 ჰექტარის მიწი ნაკვეთი გადასცა, რომელიც წლების განმავლობაში ორ ქვეყანას შორის დავის ობიექტი იყო. ამის შესახებ თურქული გამოცემა Daily Sabah-ი წერს.

გამოცემის თანახმად, გასულ კვირას თურქული და ქართული დელეგაციების წარმომადგენლები ერთმანეთს თურქეთ-საქართველოს საზღვარზე მდებარე პოსოფი/თურგოზუს საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეხვდნენ და შესაბამის შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

მათივე ინფორმაციით, ქართულ დელეგაციას 10-კაციანი შემადგენლობით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომაგენელი, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის, დემარკაციისა და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი ხელმძღვანელობდა.

”საქართველომ თურქეთს გადასცა მიწის ნაკვეთი, რომელიც თურქეთის პროვინცია ართვინის ნაწილი იყო და 70-იან წლებში, როცა საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყო, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩნდა”, - წერს თურქული მედია და აღნიშნავს, რომ ანკარამ ამ ტერიტორიაზე კონტროლი მაშინ დაკარგა, როცა ართვინის ერთ-ერთი მდინარის, ჩაკსუს კალაპოტი შეიცვალა და სასაზღვრო მიწის ნაწილი ბუნებრივად საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩნდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ”ინტერპრესნიუსი” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე დაუკავშირდა და უწყებისგან ოფიციალურ კომენტარს ელოდება.

 

თურქეთის ელჩი - თურქეთსა და საქართველოს შორის რაიმე სახის ტერიტორიის გაცვლა არ მომხდარა

საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მიერ თურქეთისთვის ტერიტორიის გადაცემას უარყოფს

myquiz