ქართული და ირანული მხარეები საქართველოში ირანული გაზის იმპორტის შესაძლებლობებს განიხილავენ | Allnews.Ge

ქართული და ირანული მხარეები საქართველოში ირანული გაზის იმპორტის შესაძლებლობებს განიხილავენ

 ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ირანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ირანის ვიცე-პრემიერს შეხვდა.

როგორც კალაძემ განაცხადა, საქართველოში ბუნებრივი აირის შემოტანასთან დაკავშირებით შეხვედრებს გააგრძელებს.

"გვექნება ბუნებრივ აირთან დაკავშირებით რამდენიმე შეხვედრა, ვისაუბრებთ რამდენად კონკურენტუნარიანი იქნება ფასები. ირანიდან გაზის შემოტანა არის შესაძლებელი მხოლოდ და მხოლოდ ორი გზით. ეს არის ან აზერბაიჯანის გავლით ან სომხეთის გავლით", - განაცხადა კალაძემ.

როგორც ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, ქართული და ირანული მხარეები, ამ ეტაპზე სწავლობენ საქართველოში ირანული ბუნებრივი აირის იმპორტის შესაძლებლობას. მათივე ინფორმაციით, განხილული იქნება ასე სხვადასხვა მნიშვნელოვანი ენერგეტიკული საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.

კახა კალაძე ოფიციალური ვიზიტით ირანში გუშინ გაემგზავრა.

myquiz