"წყლის რესურსის სანაცვლოდ ირანმა საქართველოს შესაძლებელია მისცეს გაზი ან ელექტროენერგია" | Allnews.Ge

"წყლის რესურსის სანაცვლოდ ირანმა საქართველოს შესაძლებელია მისცეს გაზი ან ელექტროენერგია"

საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩის, აბას თალები-ფარის განცხადებით,

როგორც ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, არსებობს გარკვეული მარშრუტები, საიდანაც შესაძლებელია ირანული გაზი საქართველოში წამოვიდეს.

''რა თქმა უნდა, ეს ტექნიკურად დასამუშავებელია. ამაზე ექსპერტებმა და სპეციალისტებმა უნდა იმუშაონ. ის, რომ ამის შესაძლებლობა არსებობს, ამას გიდასტურებთ. შეიძლება გამოვიყენოთ იგივე სომხეთის მარშრუტი, შეგვიძლია გამოვიყენოთ აზერბაიჯანის ინფრასტრუქტურა. ამ მხრივ, სომხეთი იქნება თუ აზერბაიჯანი, სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი იქნება. არსებობს ასევე მესამე შესაძლებლობა, სვოპის პრინციპით და ამ შემთხვევაში თანამშრომლობა უნდა მოხდეს ირანს, საქართველოს, რუსეთის ''გაზპრომს" და სომხეთს შორის, - განაცხადა ელჩმა და აღნიშნა, რომ, მათი აზრით, ეს უკანასკნელი ყველაზე რეალური ვარიანტია.

ელჩმა აღნიშნა, რომ შესაძლებელია ბარტერი, გაცვლა მოხდეს საქართველოსა და ირანს შორის და ირანმა მიიღოს წყლის რესურსი და საქართველოს სანაცვლოდ მისცეს გაზი ან ელექტროენერგია.

myquiz