აქვს იუმორის კარგი გრძნობა, პრემიერობისას ოფისში ველოსიპედით დადიოდა - ვინ არის ნატოს ახალი გენმდივანი, რომელიც ბავშვობაში პიანისტობაზე ოცნებობდა | Allnews.Ge

აქვს იუმორის კარგი გრძნობა, პრემიერობისას ოფისში ველოსიპედით დადიოდა - ვინ არის ნატოს ახალი გენმდივანი, რომელიც ბავშვობაში პიანისტობაზე ოცნებობდა

მარკ რუტე ნატო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბას შე­უდ­გა. შე­სა­ბა­მი­სი ცე­რე­მო­ნია ალი­ან­სის შტაბ-ბი­ნა­ში გა­ი­მარ­თა. მას საკ­მა­ოდ რთულ დროს, უდი­დე­სი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის პი­რო­ბებ­ში უწევს ალი­ან­სის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა.

"მე სამი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი სა­კი­თხის მი­მარ­თუ­ლე­ბით ვი­მუ­შა­ვებ. პირ­ვე­ლი, ეს ძლი­ე­რი ნატო-ს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბაა და იმის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, რომ ჩვე­ნი თავ­დაც­ვა ეფექ­ტი­ა­ნი და სა­ი­მე­დო დარ­ჩეს. მე­ო­რე პრი­ო­რი­ტე­ტი უკ­რა­ი­ნის მხარ­და­ჭე­რის გაძ­ლი­ე­რე­ბა და მისი ნატო-სთან და­ახ­ლო­ე­ბაა, რად­გან ძლი­ე­რი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი უკ­რა­ი­ნის გა­რე­შე ევ­რო­პა­ში ხან­გრძლი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბა ვერ იქ­ნე­ბა. მე­სა­მე პრი­ო­რი­ტე­ტი პარტნი­ო­რო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბაა, ჩვენს გან­სა­კუთ­რე­ბულ პარტნი­ორ­თან, ევ­რო­კავ­შირ­თან და მსოფ­ლი­ოს ქვეყ­ნებ­თან, რომ­ლე­ბიც ჩვენს ინ­ტე­რე­სებ­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბებს იზი­ა­რე­ბენ", - გა­ნა­ცხა­და მარკ რუ­ტემ.

ruteq-60707-1727788913.jpg

რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მან ამ პოსტზე იენს სტოლ­ტენ­ბერ­გი ჩა­ა­ნაც­ვლა, რო­მე­ლიც NATO-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი გა­სუ­ლი 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო.

"ამ ის­ტო­რი­ულ დღეს ჩვენ ნატო-ს გე­ნე­რა­ლურ მდი­ვანს, იენს სტოლ­ტენ­ბერგს ვემ­შვი­დო­ბე­ბით და ნატო-ს მო­მა­ვალ გე­ნე­რა­ლურ მდი­ვანს, მარკ რუ­ტეს მი­ვე­სალ­მე­ბით", - ვკი­თხუ­ლობთ ნატო-ს ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

რო­გორც ამ­ბო­ბო­ბენ, რუტე, მრა­ვა­ლი თვალ­საზ­რი­სით, იენს სტოლ­ტენ­ბერ­გის გაგ­რძე­ლე­ბაა - სამ­ხედ­რო ალი­ან­სის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე ხან­გრძლი­ვი გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნი­სა... ის გა­მოც­დი­ლია (ნი­დერ­ლან­დის პრე­მი­ე­რი იყო 14 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში!). ის მოს­წონთ ალი­ან­სის დიდ მო­თა­მა­შე­ებს, რო­გო­რი­ცაა საფ­რან­გე­თი, გერ­მა­ნია, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო და შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი. არა­ერ­თხელ და­ამ­ტკი­ცა, რომ კარ­გად შე­უძ­ლია კომ­პრო­მი­სე­ბის გა­მო­ნახ­ვა, სტოლ­ტენ­ბერ­გის მსგავ­სად, ასე­ვე ძა­ლი­ან კარ­გად ეწყო­ბა უკ­რა­ი­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას და არის ერთ-ერთი იშ­ვი­ა­თი და­სავ­ლე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი, რო­მელ­საც ამე­რი­კის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი დო­ნალდ ტრამ­პი პა­ტივს სცემს. "რო­გორც ჩანს, ნატო უსაფრ­თხო ხელ­ში იქ­ნე­ბა", - და­ას­კვნის რა­დიო "თა­ვი­სუფ­ლე­ბის" ჟურ­ნა­ლის­ტი რი­კარდ იოზ­ვი­ა­კი.

ის ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კურ­მა საბ­ჭომ, ალი­ან­სის უმაღ­ლეს­მა პო­ლი­ტი­კურ­მა ორ­გა­ნომ, ჯერ კი­დევ ა.წ. 26 ივ­ნისს და­ამ­ტკი­ცა ნა­ტოს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის პოსტზე.

მარკ რუტე 1967 წლის 14 თე­ბერ­ვალს, ჰა­ა­გა­ში და­იბ­და. ის მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხის მე-7 შვი­ლია. ბავ­შვო­ბა­ში პი­ა­ნის­ტო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და. და­ამ­თავ­რა ლე­ი­დე­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტი, სა­დაც ის­ტო­რი­ას სწავ­ლობ­და. პა­რა­ლე­ლუ­რად შე­ვი­და "სა­ხალ­ხო პარ­ტი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის“ ახალ­გაზ­რდულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში. სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში მან კომ­პა­ნია "უნი­ლე­ვერ­ში" მუ­შა­ო­ბა შე­უ­თავ­სა პარ­ტი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას. შემ­დეგ კი მისი პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რის აღ­მას­ვლა დი­წყო.