ტყუილ-მართალი P. Diddy-ს წვეულებებზე - უმძიმესი დანაშაული და შეთქმულების თეორიები
რეპერ P. Diddy-ს დაკავებამ და წაყენებულმა ბრალდებებმა, მათ შორის ადამიანებით ვაჭრობის თაობაზე, არაერთი შეთქმულების თეორია წარმოშვა.
განსაკუთრებით აქტუალურია თეორია, რომელიც რეპერის კოლეგებსა და ახლო მეგობრებს, ჯეი ზისა და ბიონსეს უკავშირდება. გაჩნდა ეჭვი, რომ გავლენიანი ცოლ-ქმარი, P.Diddy-სთან ერთად, კონკურენტებს სხვადასხვა გზებით იშორებდა.ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა J. Cole-ის სიმღერა She Knows. სიმღერაში არის ასეთი მონაკვეთი: "დაისვენე მშვიდად, ალია". ეს შეეხება მომღერალ ალიას, რომელიც 22 წლის ასაკში ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა. ახლა მის სიკვდილს ჯეი-ზისა და P Diddy-ის უკავშირებენ. ერთ-ერთი ვერსიით, მათ სურდათ მომღერლის "მოშორება", რათა ბიონსეს კარიერას ხელი არ შეშლოდა. გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, ალიას ჯეი-ზისთან რომანი ჰქონდა. სიმღერა 2013 წელს გამოვიდა. კიდევ ერთი თეორიის მიხედვით, ჯეი ზი და P Diddy მაიკლ ჯექსონის სიკვდილშიც არიან გარეულები.
უცხოურ მედიაში გაიხსენეს, დუეინ დევისი, რომელიც 1996 წელს რეპერ თუფაქ შაკურის მკვლელობაში დაადანაშაულეს. ის ამბობდა, რომ შონ კომბსმა, იგივე დიდიმ მას ამისთვის 1 მილიონი დოლარი გადაუხადა. მაშინ სასამართლომ ბრალდებულს არ დაუჯერა. ემინემმა მალევე ამ თემაზე გარეპა, ტექსტში ისმის სიტყვები: "მაგრამ, კელს, იმ დღეს, როცა ჰიტს გამოუშვებ, დიდი აღიარებს, რომ პაკი მან მოკლა". იხილეთ სრულად