ისრაელმა სამხრეთ ლიბანში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო - რა ვიცით ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტზე?
ისრაელმა სამხრეთ ლიბანში ტერორისტული ორგანიზაცია „ჰეზბოლას“ ტერორისტული ობიექტებისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ წერტილოვანი და შეზღუდული სახმელეთო ოპერაცია დაიწყო.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, აღნიშნული სამიზნეები განლაგებულია საზღვრის მახლობლად მდებარე სოფლებში და უშუალო საფრთხეს უქმნის ისრაელელ თემებს ჩრდილოეთ ისრაელში.
მათივე ინფორმაციით, ოპერაცია „ჩრდილოეთის ისრები“ გაგრძელდება სიტუაციური შეფასების მიხედვით და ღაზასა და სხვა ასპარეზზე ბრძოლის პარალელურად.