ჰოლივუდური სკანდალი - დანაშაულები და დახურული წვეულებები, რომელთა სტუმრები ცნობილი ვარსკვლავები იყვნენ - P. Diddy-ს საქმე
რამდენიმე დღეა მთელი მსოფლიო ალაპარაკდა ცნობილი რეპერის Sean Diddy-ს (P. Diddy) ირგვლივ ატეხილი სკანდალის შესახებ. უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ის ტრეფიკინგის, ძალადობის, გავლენის ბოროტად გამოყენების ბრალდებითაა დაკავებული.
უცხოურ მედიაში აქტიურად დაიწყეს საუბარი რეპერის „თეთრი წვეულებების“ შესახებ, რომლის სტუმრები ისეთი ცნობილი ადამიანები იყვნენ, როგორიცაა ჯენიფერ ლოპესი, ლეონარდო დიკაპრიო, ბიონსე, პერის ჰილტონი და სხვა ვარსკვლავები.
სკანდალის ფონზე მედიაში გავრცელდა შონ კომბსის გლამურული საღამოების ფოტოები, სადაც თეთრ სამოსში გამოწყობილი ვარსკვლავები პოზირებენ. საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება კი ჯენიფერ ლოპესმა მიიქცია, რომელსაც რეპერთან 1999-2001 წლებში სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა. ჟურნალისტებმა ცნობილ სტუმრებსა და რეპერის დანაშაულებრივ ქმედებებს შორის ღია კავშირი ჯერ ვერ აღმოაჩინეს, თუმცა როგორც ცნობილია, ერთ-ერთი წვეულებიდან გავრცელებულ ფოტოში ჩანს, როგორ წევს მაგიდაზე შიშველი ქალი, მაგიდა სტუმრებისთვისაა გაშლილი და ისინი სწორედ ამ მაგიდიდან მიირთმევდნენ ტკბილეულსა და სასმელს....
რეპერის დაკავება
ნიუ-იორკის პოლიციამ ცნობილი რეპერი 17 სექტემბერს დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავები იმ სასტუმროში შეიჭრნენ, სადაც P Diddy იყო გაჩერებული. მას სექსუალურ ტრეფიკინგში, ძალადობასა და ხალხის პროსტიტუციაში ჩართვის ბრალდებები წაუყენეს.
გამოცემა Forbes-ის ცნობით: „მუსიკოსი ძალადობდა, ემუქრებოდა და აიძულებდა ქალებს და უახლოესი გარემოცვის წევრებს, დაეკმაყოფილებიათ მისი სექსუალური სურვილები, დაეცვათ მისი რეპუტაცია და დაეფარათ სამხილები, რომლებიც უკანონო ქმედებებს დაამტკიცებდა“. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ რეპერს უკავშირებენ ერთ-ერთი მუსიკოსის მანქანის აფეთქებასაც. თითქოს ის ეჭვიანობდა, რომ მის ყოფილ პარტნიორს კესის (კასანდრა ვენტურას) სხვა რეპერთან ჰქონდა ურთიერთობა. შემთხვევა 2012 წელს მოხდა.
ტელეკომპანია CNN-მა მაისში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანდა, როგორ ესხმის თავს რეპერი კასანდრა ვენტურას. ვიდეოში ჩანს, როგორ მიათრევს იატაკზე დაგდებულ ქალს P Diddy. როგორც ცნობილია, ვიდეო 2016 წლით თარიღდება.
2023 წლის ნოემბერში სასამართლო პროცესზე კასანდრამ ყოფილი პარტნიორი გაუპატიურებაში დაადანაშაულა. როგორც ქალმა აღნიშნა, 10-წლიანი თანაცხოვრებისას რეპერი მას ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა, სასტიკად სცემდა და სხვა მამაკაცებთან სექსუალურ ურთიერთობას აიძულებდა. ამ ყველაფერს კი ის კამერით იღებდა.
აღსანიშნავია, რომ კასანდრას სარჩელის შემდეგ, სასამართლოს სხვა პირებმაც მიმართეს. ჯონ დიკერსონ-ნილი ამტკიცებდა, რომ 1991 წელს რეპერმა მას ნარკოტიკი მიაღებინა, გააუპატიურა და ეს ყველაფერი კამერით გადაიღო. მოგვიანებით რეპერს ბრალი დასდეს 17 წლის გოგონას ჯფუგურად გაუპატიურებასა და ტრეფიკინგში.
რეპერის თეთრი წვეულებები
მას შემდეგ, რაც სამართალდამცავებმა ცნობილი ვარსკვლავი დააკავეს, უცხოური მედია აქტიურად ალაპარაკდა რეპერის ცნობილ წვეულებებზე, რომლის დრესკოდი თეთრი სამოსი გახლდათ. იხილეთ სრულად