წლის ყველაზე სკანდალური ქორწილი: ნორვეგიის პრინცესა შამანს გაჰყვა ცოლად
საყვარელი მამაკაცის გულისთვის ნორვეგიის პრონცესამ სამეფო ვალდებულებები მიატოვა და ახლა მზად არის ქმართან ერთად რიტუალები და ცერემონიები ატაროს.
ნორვეგიის პრინცესა მარტა ლუიზა დაქორწინდა! ამ ურთიერთობის შესახებ ორი წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ჭორაობდნენ, რადგან ეს კავშირი გირგვინოსანი ოჯახის ცხოვრების წესს ყველანაირად გასცდა: 52 წლის პრინცესამ მკურნალთან და შამანთან, 49 წლის დიურეკ ვერეტთან გააბა რომანი.
ქორწილი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდა. ხელის მოწერის ცერემონია 31 აგვისტოს, გეირანგერის ფიორდში შედგა, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ბუნებრივი ძეგლია. ღონისძიების დამალვას ცნობისმოყვარე თვალებისგან წყვილი გულდასმით მალავდა. ფოტოგრაფები ქორწილში არ მიუშვეს, პატარძალი გადასაფარებლების ქვეშაც კი დამალეს.
პრინცესამ და შამანმა კატეგორიულად აუკრძალეს სტუმრებს ცერემონიის დროს ტელეფონების გამოყენება. ერთადერთი, ვისაც შეეძლო ყველაფერი გადაეღო, ცნობილი რეჟისორია, რომელიც კადრებს ნეტფლიქსისთვის იღებდა. ყველა დანარჩენი წინასწარ იყო გაფრთხილებული - არანაირი ფოტო სოციალურ ქსელებში! იხილეთ სრულად