იტალია რუსეთს, კიევის ბავშვთა საავადმყოფოზე დარტყმის გამო, ომის დანაშაულში ადანაშაულებს | Allnews.Ge

იტალია რუსეთს, კიევის ბავშვთა საავადმყოფოზე დარტყმის გამო, ომის დანაშაულში ადანაშაულებს

იტალია რუსეთს, კიევის ბავშვთა საავადმყოფოზე დარტყმის გამო, ომის დანაშაულში ადანაშაულებს.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანტონიო ტაიანი საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთის ქმედებების დაგმობისკენ მოუწოდებს.

„გაოცებული ვარ კიევში განხორციელებული დაბომბვის, მათ შორის ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვის ამსახველი სურათებით. ეს არის ომის დანაშაულები, რომლებიც უნდა დაგმოდეს მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ“, - წერს ტაიანი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, იტალიის მთავრობა უკრაინის და მისი ხალხის სუვერენიტეტის დაცვას გააგრძელებს.

შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა დღეს უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც, ბოლო მონაცემებით, 30-მდე ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. რუსებმა კიევის ბავშვთა საავადმყოფოც დაბომბეს, სადაც ადამიანები ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილი და დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა, ამ დროისთვის, უცნობია.