„მე მაქვს მოლოდინი, რომ მესამე მსოფლიო ომი დაიწყება“- რას აცხადებს გლობალური და ეროვნული უსაფრთხოების მკვლევარი? | Allnews.Ge

„მე მაქვს მოლოდინი, რომ მესამე მსოფლიო ომი დაიწყება“- რას აცხადებს გლობალური და ეროვნული უსაფრთხოების მკვლევარი?

პუტინი, სანამ­ უკრაინასთან კონფლიქტის მოგვარების საკუთარ ვარიანტს გაახმოვანებდა განაცხადა: - "რუსეთმა უნდა განაახლოს საშუალო და მცირე რადიუსის რაკეტების წარმოება­ და შემდეგ გადაწყვიტოს, სად განათავსოს ისინი". მისი თქმით, შეერთებული შტატები საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტებს კვლავაც განალაგებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში.­ "აშშ არა მარტო აწარმოებს სარაკეტო სისტემებს, არამედ უკვე განალაგა დანიაში და ახლა უკვე ფილიპინებშიც. როგორც ჩანს, ჩვენც უნდა დავიწყოთ ამ სისტემების წარმოება და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მივიღოთ გადაწყვეტილება ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, თუ სად განვათავსოთ ისინი", - ციტირებს პუტინს საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ი. პუტინს არ დაუკონკრეტებია, სად გეგმავენ­ საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტების განლაგებას. რაც შეეხება უკრაინის კონფლიქტის მოგვარების რუსულ ვერსიას, რუსეთის პრეზიდენტის თქმით­, კიევისა და მისი დასავლელი მხარდამჭერების მზადყოფნის შემთხვევაში რუსული მხარე მზად არის საბრძოლო მოქმედებები დაუყოვნებლივ შეწყვიტოს და მოლაპარაკება დაიწყოს. რა შემთხვევაში შეიძლება გამოხატოს ცეცხლის შეწყვეტისა და პუტინთან მოლაპარაკების მზადყოფნა უკრაინის პრეზიდენტმა, ამ და სხვა საკითხებზე გლობალური და ეროვნული უსაფრთხოების მკვლევარი თორნიკე­ შურღულაია გვესაუბრება:

- პუტინის განცხადება, საშუალო და მცირე რადიუსის რაკეტების წარმოებისა და განთავსების შესახებ, ისევე როგორც ბევრი სხვა განცხადება და ქმედება, მეტყველებს, რომ უკიდურესად დაძაბოს ვითარება, თუმცა ამის რესურსი აღარ აქვს. პუტინმა შესანიშნავად იცის, რომ თუ აშშ-ს რუსეთზე ან სხვა რომელიმე ქვეყანაზე დარტყმა დასჭირდა, ამისთვის არც ფილიპინების ტერიტორია სჭირდება და არც მალაიზიის. მას აქვს საკონტინენტთაშორისო ბირთვული­ და არაბირთვული რაკეტები­. თუ, მაგალითად, რუსეთს 15-16 წუთი დასჭირდება ბირთვული რაკეტის გასაშვე­ბად, აშშ-ის არმიას მაქსიმუმ 11 წუთში წინ­მსწრებად შეუძლია მოწინააღმდეგის რაკეტის განადგურება. ის, რასაც ფილიპინებზე აკეთებს ვაშინგტონი, ეს არის პარტნიორი ქვეყნის დახმარება და არა რუსეთზე­ შეტევისთვის მზადება. რუსეთისგან განს­ხვავებით, ამერიკა ზრუნავს პარტნიორი­ ქვეყნების თავდაცვისუნარიანობაზე. ჩვენ ვაღიარებთ თუ არა, "ცივი ომი" დაწყებუ­ლიც არის და ახალ ფაზაშიც გადასული - ბიპოლარული სამყარო დასრულებულია,­ პოლარულიც, ახლა უკვე მულტიპოლარული სამყარო გვაქვს.

- სხვათა შორის, მულტიპოლარული სამყარო რომ რეალობად იქცა, ეს პუტინმაც განაცხადა ასტანაში, შანხაის თანამშრო­მლობის ორგანიზაციის წევრი სახელმწიფო­ების მეთაურთა საბჭოს სხდომაზე. მისი თქმით, "შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია და BღIჩშ-ი ახალი მსოფლიო წესრიგის მთავარ საყრდენებს, გლობალური განვითარებისა და ჭეშმარიტი მულტიპოლარულობის ჩამოყალიბების მამოძრავებელ ძალებს წარმოადგენენ".

- დიახ, ასეა, რუსეთის უკან ჩინეთი დგას, ისევე როგორც უკრაინის უკან - ამერიკა, თუმცა არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე - ირანი, რომელიც სტრატეგიულ სამკუთხედს ქმნის. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ რუსეთი ამ სახელმწიფოების ინტერესების ინსტრუმენტი გახდა. ირანი და ჩინეთი თითქოს თავად არ იბრძვიან, არაფერში არ არიან ჩართული, ჩინეთი თანამშრომლობს­ კიდეც ამერიკულ კომპანიებთან. ამერიკა-ჩინეთს პაექრობა უფრო აქვთ ერთმანეთთან, ვიდრე მტრობა. ძალზე საინტერესო პროცესი განვითარდა - რუსეთმა უკრაინაში ყოვლად უაზრო ომი წამოიწყო, სადაც დიდი რესურსი დახარჯა და დაისუსტა თავი; ამერიკისა და ევროპის ყურადღება უკრაინაზე გადავიდა, მათი რესურსების დიდი ნაწილი­ მას ხმარდება და ამ ყველაფრით მოგებული­ რჩება ჩინეთი - ავითარებს ეკონიმიკას და ახორციელებს­ გლობალურ, რეგიონულ პროექტებს. ბალკანეთის ყიდვაც კი დააპირა, ავსტრალიის ყოფილ­ პრემიერსა და მინისტრებთან გააფორმა კონტრაქტები, რომლებიც გასაიდუმლოებულია, პოლონეთში რკინიგზის და აეროპორტის აშენებაც მოინდომა, მაგრამ პოლონელებმა უარი უთხრეს იმ მოტივით, რომ სტრატეგიულ ობიექტებს უცხო ქვეყნის კონტროლში ვერ მოაქცევდნენ. ჩინეთს სურს გლობალური პოლიტიკური აქტორის პოზიცია დაიკავოს, თავს ამერიკის საპირწონედ მიიჩნევს. იხილეთ სრულად