ერთ ღამეში შეცვლილი საფრანგეთი, გადამდგარი პრემიერი და არეულობა ქუჩებში - რა ხდება ქვეყანაში მემარცხენე კოალიციის გამარჯვების შემდეგ? | Allnews.Ge

ერთ ღამეში შეცვლილი საფრანგეთი, გადამდგარი პრემიერი და არეულობა ქუჩებში - რა ხდება ქვეყანაში მემარცხენე კოალიციის გამარჯვების შემდეგ?

საფ­რან­გე­თის ეროვ­ნუ­ლი ასამ­ბლე­ის არ­ჩევ­ნებ­ში მე­მარ­ცხე­ნე პარ­ტი­ე­ბის კო­ა­ლი­ცი­ამ, "ახალ­მა სა­ხალ­ხო ფრონტმა" გა­ი­მარ­ჯვა. ქვეყ­ნის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, “ახალ­მა სა­ხალ­ხო ფრონტმა” ეროვ­ნულ ასამ­ბლე­ა­ში 182 მან­და­ტი მო­ი­პო­ვა.

პრე­ზი­დენტ ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნის კო­ა­ლი­ცია, სა­ხელ­წო­დე­ბით “ერ­თად“ მე­ო­რე ად­გილ­ზე 168 მან­და­ტით გა­ვი­და. მა­რინ ლე პე­ნის “ეროვ­ნუ­ლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა“ კი მე­სა­მე ად­გილ­ზე- 143 მან­და­ტით. ამას­თან, “რეს­პუბ­ლი­კე­ლებ­მა“ 45 მან­და­ტი მო­ი­პო­ვეს, ხოლო და­ნარ­ჩენ­მა პარ­ტი­ებ­მა ერ­თად 39 მან­და­ტი მი­ი­ღეს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეროვ­ნულ ასამ­ბლე­ა­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბის, 289 მან­და­ტის მო­პო­ვე­ბა ვერ­ცერ­თმა პო­ლი­ტი­კურ­მა ჯგუფ­მა ვერ შეძ­ლო.

parizi-34909-1720421748.jpg

ყვე­ლა­ფე­რი 7 ივ­ლისს, არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, საფ­რან­გე­თის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში 1981 წლის შემ­დეგ ამომ­რჩე­ველ­თა აქ­ტი­ვო­ბის ასე­თი მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. არ­ჩევ­ნებ­ში, სა­დაც აქ­ტი­ვო­ბამ 66,63% შე­ად­გი­ნა, პარ­ლა­მენ­ტში უმ­რავ­ლე­სო­ბის მო­პო­ვე­ბა ვერ­ცერ­თმა პო­ლი­ტი­კურ­მა ძა­ლამ ვერ მო­ა­ხერ­ხა. ეროვ­ნულ ასამ­ბლე­ას ჰყავს 577 დე­პუ­ტა­ტი, უმ­რავ­ლე­სო­ბა კი 289 მან­დატს მო­ი­თხოვს.

მას შემ­დეგ, რაც ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მე­მარ­ცხე­ნე ალი­ან­სმა ყვე­ლა­ზე მეტი ად­გი­ლი მო­ი­პო­ვა პარ­ლა­მენ­ტში, საფ­რან­გე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გაბ­რი­ელ ატალ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ გა­დად­გო­მის გან­ცხა­დე­ბით ემა­ნუ­ელ მაკ­რონს მი­მარ­თავ­და.

gabriel-atali-34978-1720421761.jpg

“მარ­თა­ლია ალი­ან­სმა სამ­ჯერ მეტი მან­და­ტი მო­ი­პო­ვა, ვიდ­რე პროგ­ნო­ზი­რებ­დნენ, მაგ­რამ უმ­რავ­ლე­სო­ბა არ გვაქვს. ხვალ დი­ლით რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენტს გა­დად­გო­მის თხოვ­ნით მივ­მარ­თავ“, - აღ­ნიშ­ნა ატალ­მა. მან ხაზი გა­უს­ვა, რომ პრე­ზი­დენტ მაკ­რო­ნის ალი­ან­სის ბევ­რი წევ­რი ხე­ლახ­ლა აირ­ჩი­ეს.

საფ­რან­გე­თის ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე პარ­ტია "ეროვ­ნუ­ლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის“ ლი­დე­რის, მა­რინ ლე პე­ნის გან­ცხა­დე­ბით კი, მისი პარ­ტი­ის გა­მარ­ჯვე­ბა მხო­ლოდ გა­და­ი­დო.

"ჩვე­ნი გა­მარ­ჯვე­ბა მხო­ლოდ გა­და­ი­დო. ხვა­ლინ­დე­ლი გა­მარ­ჯვე­ბის თესლს დღე­ვან­დელ შე­დეგ­ში ვხე­დავ“, - აღ­ნიშ­ნა მა­რინ ლე პენ­მა. იხილეთ სრულად

myquiz