ვინ არის ირანის ახალი პრეზიდენტი, რომელიც ჰიჯაბის ტარების წინააღმდეგია - ავტოკატასტროფაში დაკარგული ცოლ-შვილი და დასავლურ სამყაროსთან მოლაპარაკების პირობა | Allnews.Ge

ვინ არის ირანის ახალი პრეზიდენტი, რომელიც ჰიჯაბის ტარების წინააღმდეგია - ავტოკატასტროფაში დაკარგული ცოლ-შვილი და დასავლურ სამყაროსთან მოლაპარაკების პირობა

ირა­ნის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტურ­ში რე­ფორ­მის­ტე­ბის ფრთის კან­დი­დატ­მა მა­სუდ პე­ზეშ­კი­ან­მა გა­ი­მარ­ჯვა. გა­მარ­ჯვე­ბულ­მა კან­დი­დატ­მა 53,3% და­აგ­რო­ვა, მის­მა კონ­სერ­ვა­ტორ­მა მო­წი­ნა­აღ­მდე­გემ საიდ ჯა­ლი­ლიმ კი 44,3%.

ქვე­ყა­ნა­ში არ­ჩევ­ნე­ბი მას შემ­დეგ და­ი­ნიშ­ნა, რაც ირა­ნის წინა პრე­ზი­დენ­ტი, იბ­რა­ჰიმ რა­ი­სი მა­ის­ში ვერ­ტმფრე­ნის ჩა­მო­ვარ­დნი­სას და­ი­ღუ­პა, ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფას მა­შინ შვი­დი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტუ­რის ჩა­ტა­რე­ბა მას შემ­დეგ გახ­და აუ­ცი­ლე­ბე­ლი, რაც 28 ივ­ნისს პირ­ველ ტურ­ში ხმა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა ვერ­ცერ­თმა კან­დი­დატ­მა ვერ მი­ი­ღო.გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, პე­ზეშ­კი­ან­მა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და თა­ვის მხარ­დამ­ჭე­რებს, რომ­ლე­ბიც სიყ­ვა­რუ­ლით მი­ვიდ­ნენ ხმის მი­სა­ცე­მად და ქვეყ­ნის და­სახ­მა­რებ­ლად, იუ­წყე­ბა AFP.

masoud-pezeshkian-1-50827-1720274684.png

"მე­გობ­რო­ბის ხელს გა­ვუწ­ვდით ყვე­ლას; ჩვენ ყვე­ლა­ნი ამ ქვეყ­ნის შვი­ლე­ბი ვართ; თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ ქვეყ­ნის წინსვლის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და ახა­ლარ­ჩე­ულ­მა პრე­ზი­დენ­ტმა სა­ხელ­მწი­ფო ტე­ლე­ვი­ზი­ის ეთერ­ში.

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა პე­ზეშ­კი­ანს პრე­ზი­დენ­ტად არ­ჩე­ვა უკვე მი­უ­ლო­ცა. კრემ­ლის მი­ლოც­ვა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ "რუ­სეთ-ირა­ნის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი მე­გობ­რუ­ლი და კე­თილ­მე­ზობ­ლუ­რია", ხოლო "მოს­კო­ვი და თე­ი­რა­ნი ეფექ­ტუ­რად თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ სა­ერ­თა­შო­რი­სო დღის წეს­რიგ­ში არ­სე­ბუ­ლი აქ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბის გა­და­წყვე­ტი­სას“.

პე­ზეშ­კი­ანს არ­ჩე­ვა მი­უ­ლო­ცა სა­უ­დის არა­ბე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, რო­მე­ლიც შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის დიდი ხნის მო­კავ­ში­რეა.

მა­სუდ პე­ზეშ­კი­ა­ნი, ყო­ფი­ლი კარ­დი­ო­ქი­რურ­გია. მან წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს ირან­ში არ­სე­ბუ­ლი მო­რა­ლის პო­ლი­ცია გა­აკ­რი­ტი­კა, რო­მე­ლიც, სხვა სა­კი­თხებ­თან ერ­თად, ქა­ლე­ბის "მუს­ლი­მუ­რი ჩაც­მუ­ლო­ბის კო­დექსს" იცავს. იხილეთ სრულად

myquiz