პუტინის ქალიშვილები "სამალავიდან გამოდიან" - რას წერს უცხოური მედია მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის შვილები ფორუმზე გამოჩნდნენ | Allnews.Ge

პუტინის ქალიშვილები "სამალავიდან გამოდიან" - რას წერს უცხოური მედია მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის შვილები ფორუმზე გამოჩნდნენ

ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი "სა­მა­ლა­ვი­დან გა­მო­დი­ან" - კა­ტე­რი­ნა ტი­ხო­ნო­ვამ და მა­რია ვო­რონ­ცო­ვამ სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გის სა­ერ­თა­შო­რი­სო ეკო­ნო­მი­კურ ფო­რუმ­ზე მა­მის იმი­ჯის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად ისა­უბ­რეს - ინ­ფორ­მა­ცი­ას bloomberg ავ­რცე­ლებს.

ტი­ხო­ნო­ვამ და ვო­რონ­ცო­ვამ თა­მა­მად მი­ი­ღეს მოწ­ვე­ვა და სა­მიტ­ზე თა­ვი­ანთ კა­რი­ე­რა­ზე ისა­უბ­რეს. გა­მო­ცე­მის აზ­რით, პუ­ტი­ნი მისი იმი­ჯის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად ოჯა­ხურ კავ­ში­რებს იყე­ნებს.

"პრე­ზი­დენ­ტი ახლა იმ ასაკ­შია, როცა მემ­კვიდ­რე­ე­ბის ძებ­ნას იწყებს. შვი­ლებს კი სა­უ­კე­თე­სო ვა­რი­ან­ტად გა­ნი­ხი­ლავს" - ამ­ბობს CIA-ის ყო­ფი­ლი აგენ­ტი რო­ნალდ მარკსი.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პუ­ტი­ნი შვი­ლებ­ზე სა­უ­ბარს თავს არი­დებს, რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის და­წყე­ბის შემ­დეგ, აშშ-ს სან­ქცი­ე­ბი ვო­რონ­ცო­ვა­სა და ტი­ხო­ნო­ვას შე­ე­ხოთ.

member-presidium-russian-association-promotion-83405617-ezgifcom-webp-to-jpg-converter-54868-1717918903.jpg

"გვჯე­რა, რომ პუ­ტი­ნის ბევ­რი აქ­ტი­ვი ოჯა­ხის წევ­რებ­თან არის და­მა­ლუ­ლი, ამი­ტო­მაც ვუ­მიზ­ნებთ მათ", - თქვა აშშ-ს მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა.

ვო­რონ­ცო­ვა და ტი­ხო­ნო­ვა პუ­ტი­ნი­სა და მისი ყო­ფი­ლი ცო­ლის, ლუდ­მი­ლას შვი­ლე­ბი არი­ან. წყვი­ლი 1983 წელს და­ქორ­წინ­და, რო­დე­საც ლუდ­მი­ლა ბორტგამ­ცი­ლე­ბე­ლი, ხოლო პუ­ტი­ნი KGB-ს აგენ­ტი იყო.

მათი ქორ­წი­ნე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად 30 წელს გაგ­რძელ­და. მა­რია ვო­რონ­ცო­ვა 1985 წელს და­ი­ბა­და. სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ბი­ო­ლო­გია, ხოლო მოს­კო­ვის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მე­დი­ცი­ნა ის­წავ­ლა. იხილეთ სრულად

myquiz