გერმანელებს საწოლში წოლით 18,000 ევროს გამომუშავების შანსი მიეცათ | Allnews.Ge

გერმანელებს საწოლში წოლით 18,000 ევროს გამომუშავების შანსი მიეცათ

გერმანელები საწოლში ორი თვე გადაბმულად წოლით 18,000 ევროს გამომუშავებას შეძლებენ.

“ევროპულსის” ცნობით, ეს გერმანიის ავიაციისა და კოსმოსური ცენტრის მიერ კიოლნში ჩატარებული ექსპერიმენტის ნაწილია.

სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ ამ გზით კოსმოსში ასტრონავტების პირობებს უფრო ზუსტად შეისწავლიან. საწოლის ბოლო 6 გრადუსით იქნება წამოწეული. ასეთი დახრით სხეულის ზედანახევარში მეტი, ფეხებში კი ნაკლები სითხე გროვდება. ქალაშიდა წნევა იზრდება, ხოლო კუნთოვანი და ძვლოვანი მასა მცირდება. შედეგად ადამიანს წონასწორობის გრძნობა ერღვევა და ის თითქოს კოსმოსში იმყოფება.

ექსპერიმენტის მონაწილეებს სხვადასხვა სავარჯიშოს შესრულება მოეთხოვებათ, რომლებსაც მომავალში ასტრონავტების მოსამზადებლად გამოიყენებენ.

საერთო ჯამში ექსპერიმენტის მონაწილეები ცენტრში 88 დღეს დაჰყოფენ, საიდანაც 60 დღე საწოლზე “იქნებიან მიჯაჭვული.” დარჩენილი დღეები მომზადებასა და აღდგენაში დაიხარჯება. იხილეთ სრულად

myquiz