იცოდითმ როგორ დააგროვა ბუშის ოჯახმა 400 მილიონის ქონება? - ამერიკის პოლიტიკური დინასტიის ისტორია | Allnews.Ge

იცოდითმ როგორ დააგროვა ბუშის ოჯახმა 400 მილიონის ქონება? - ამერიკის პოლიტიკური დინასტიის ისტორია

ამერიკის ორი პრეზიდენტის - ჯორჯ ბუშ უმცროსისა და მისი მამის ჯორჯ ბუშის - კლანი ათწლეულების განმავლობაში ფიგურირებდა სხვადასხვა ბიზნეს სფეროებში. მათ შორის, ნავთობის და მოდის სფეროს, საბანკო სექტორითა და ფოლადით დამთავრებული.

ბუშის ოჯახმა 400 მილიონი დოლარის ქონება სხვადასხვა გზით გამოიმუშავა.

დინასტია პრეზიდენტების გარდა, თავს იწონებს სხვადასხვა სფეროებში მოღვაწე გამორჩეული ფიგურებით.

წარმოგიდგენთ ბუშების ოჯახის ყველაზე მდიდარ წევრებს.

დინასტიის სიმდიდრე მე-19 საუკუნეში სამუელ პრესკოტ ბუშთან (1863-1948) ერთად წარმოიშვა.

სამუელმა კარიერა რკინიგზაში, შეგირდად დაიწყო, მოგვიანებით კი მსხვილი კორპორაცია Buckeye Steel Castings-ის პრეზიდენტი გახდა, რომელიც ფოლადის ნაწილებს მზარდი რკინიგზის ინდუსტრიას აწვდიდა. სამუელმა ძლიერი კავშირები დაამყარა როკფელერებთან და სხვა გამოჩენილ ამერიკულ ოჯახებთან.

სამუელის უფროსი ვაჟი, პრესკოტ შელდონ ბუში (1895-1972) დაქორწინდა მდიდარ უოკერების ოჯახის ასულზე, რამაც ბუშის ქონება ერთიორად გაზარდა. პრესკოტი აშშ-ს სენატში 1952 წელს აირჩიეს.

პრესკოტის მეორე ვაჟი, ჯორჯ ჰერბერტ უოკერ ბუში (1924-2018 წწ.) ამერიკის პოლიტიკის პირველი ცნობილი და გავლენიანი ადამიანი გახდა.

გამჭრიახმა ჯორჯმა ტეხასის ნავთობის ინდუსტრიაში მოღვაწეობით მილიონობით დოლარის ქონება დააგროვა. 1960-იანი წლების დასაწყისში კი პოლიტიკურ კარიერას შეუდგა.

1988 წელს პრეზიდენტად არჩევამდე, ჯორჯ უფროსი მსახურობდა რესპუბლიკელ კონგრესმენად, გაეროს ელჩად, CIA-ს დირექტორად და ვიცე-პრეზიდენტად.

1989 წლიდან 1993 წლამდე ამერიკის რიგით 41-ე პრეზიდენტი იყო.

2018 წელს, მისი გარდაცვალების დროს ჯორჯ ბუშის ქონება 25 მილიონ დოლარს შეადგენდა.

Celebrity Net Worth-ის მიხედვით, დღეს ბუშის ოჯახი დაახლოებით 400 მილიონ დოლარს ფლობს.

ჯორჯისა და მისი მეუღლის ბარბარას მეექვსე შვილი, დოროთი ბუშ კოხი 5 მილიონ დოლარამდე ქონებას ფლობს. ის არის მწერალი და ველნეს გურუ.

თავის რძალთან ტრიცია რეილი კოხთან ერთად დაახლოებით 20 წლის წინ კომპანია BB&R Consulting დააარსა. იხილეთ სრულად

myquiz