ფერადკანიანი "ჯულიეტას" სკანდალი: ვინ არის აფრიკელი გოგონა, რომელსაც როლზე დამტკიცების შემდეგ ემუქრებიან | Allnews.Ge

ფერადკანიანი "ჯულიეტას" სკანდალი: ვინ არის აფრიკელი გოგონა, რომელსაც როლზე დამტკიცების შემდეგ ემუქრებიან

დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, რო­მეო და ჯუ­ლი­ე­ტას ახა­ლი სპექ­ტაკ­ლის ირ­გვლივ სკან­და­ლია. პრე­მი­ე­რა მა­ის­შია და­გეგ­მი­ლი. რო­მე­ოს როლს ითა­მა­შებს პო­პუ­ლა­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბი ტომ ჰო­ლან­დი, რო­მე­ლიც ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია Marvel-ის ფილმში Spider-Man-ის რო­ლის შეს­რუ­ლე­ბით. მისი პარტნი­ო­რი იქ­ნე­ბა ფრან­ჩეს­კა ამუ­და-რი­ვერ­სი, შავ­კა­ნი­ა­ნი მსა­ხი­ო­ბი. აფ­რი­კე­ლი ქა­ლის დამ­ტკი­ცე­ბამ ჯუ­ლი­ე­ტას როლ­ზე სკან­და­ლი გა­მო­იწ­ვია და­სავ­ლურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, ახლა მას ემუქ­რე­ბი­ან...

ოქსფორ­დის ლი­დე­რი აფ­რი­კუ­ლი ფეს­ვე­ბით

ფრან­ჩეს­კა (ფრან) ამ­ჯუ­და-რი­ვერ­სი მსა­ხი­ო­ბი და მუ­სი­კო­სია. ქალს დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტი და დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ამო­მა­ვალ ვარ­სკვლა­ვად ით­ვლე­ბა. გო­გო­ნა 25 წლი­საა და მის ძარ­ღვებ­ში გა­ნა­სა და ნი­გე­რი­ის ხალ­ხე­ბის სის­ხლი მი­ე­დი­ნე­ბა. მისი მშობ­ლე­ბი ბრი­ტა­ნე­თის შავ­კა­ნი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც ქვე­ყა­ნა­ში ფრა­ნის და­ბა­დე­ბამ­დე ჩა­ვიდ­ნენ და სა­ს­ექ­სის ოლ­ქის ერთ-ერთ სო­ფელ­ში ცხოვ­რობ­დნენ, სა­დაც გო­გო­ნა და­ი­ბა­და.

2358157054-66188-1713598287.jpeg

ფრანს სურ­და თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა სპორტთან და­ე­კავ­ში­რე­ბი­ნა, მაგ­რამ ტრავ­მის გამო ეს შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და. 15 წლის ასაკ­ში მო­ზარ­დთა თე­ატ­რში შე­ვი­და და მალე დასს შე­უ­ერ­თდა. მალე სცე­ნით სე­რი­ო­ზუ­ლად მო­ი­ხიბ­ლა. სპექ­ტაკ­ლებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გარ­და, გო­გო­ნა წერს მუ­სი­კას და უკ­რავს რამ­დე­ნი­მე მუ­სი­კა­ლურ ინ­სტრუ­მენტზე: ფორ­ტე­პი­ა­ნო, ფა­გო­ტი, გი­ტა­რა და ჯემ­ბე. ბუ­ნე­ბით არის ლი­დე­რი და მებ­რძო­ლი, რო­მე­ლიც მზა­დაა ნე­ბის­მი­ერ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში იბ­რძო­ლოს სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბის­თვის.

ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ო­ბი ჯერ კი­დევ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის დროს გახ­და სტე­რე­ო­ტი­პე­ბის მსხვერ­პლი. მან შექ­მნა თე­ატ­რა­ლუ­რი ჯგუ­ფი, სა­დაც მთა­ვა­რი პრინ­ცი­პი იყო სხვა­დას­ხვა კა­ნის ფე­რის მქო­ნე მსა­ხი­ო­ბებს თა­ნა­ბა­რი უფ­ლე­ბე­ბის ჰქო­ნო­დათ. აფ­რი­კე­ლებ­მა, ჩი­ნე­ლებ­მა და ინ­დი­ე­ლებ­მა შეძ­ლეს სცე­ნა­ზე ას­ვლა და ისე­თი რო­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, რომ­ლებ­საც ტრა­დი­ცი­უ­ლად თეთრკა­ნი­ა­ნი მსა­ხი­ო­ბე­ბი ას­რუ­ლებ­დნენ.

სხვა­თა შო­რის, მის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ჯგუფ­ში ფრან­ჩეს­კა იყო ერ­თა­დერ­თი ფე­რად­კა­ნი­ა­ნი სტუ­დენ­ტი, მაგ­რამ მალე შეკ­რი­ბა აზი­ე­ლი და აფ­რი­კე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი სხვა­დას­ხვა ფა­კულ­ტე­ტე­ბი­დან.

მან ითა­მა­შა ოტე­ლო

ფრან­ჩეს­კა ამუ­და-რი­ვერ­სის პირ­ვე­ლი სპექ­ტაკ­ლი, რო­გორც რე­ჟი­სო­რის, ძვე­ლი ბერ­ძე­ნი დრა­მა­ტურ­გის, ევ­რი­პი­დეს ცნო­ბი­ლი ტრა­გე­დია მე­დეა გახ­და, რო­მე­ლიც ხუთი წლის წინ წა­რუდ­გი­ნა მა­ყუ­რე­ბელს. გო­გო­ნამ უძ­ვე­ლე­სი ნა­წარ­მო­ე­ბის სა­კუ­თა­რი ინ­ტერპრე­ტა­ცია აჩ­ვე­ნა და სპექ­ტაკ­ლის მუ­სი­კა თა­ვად და­წე­რა. იხილეთ სრულად

myquiz