ის, რაც ვერ შეძლო ირანმა 320 რაკეტით, გააკეთა უკრაინამ 12-ით... - რა მოხდა რუსეთის საჰაერო ბაზაზე? | Allnews.Ge

ის, რაც ვერ შეძლო ირანმა 320 რაკეტით, გააკეთა უკრაინამ 12-ით... - რა მოხდა რუსეთის საჰაერო ბაზაზე?

ირა­ნის მიერ 13-14 აპ­რი­ლის ღა­მეს ის­რა­ე­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი სა­ჰა­ე­რო შე­ტე­ვა, რო­მელ­შიც 320-კა­მი­კა­ძე-დრო­ნი, ფრთო­სა­ნი და ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტა მო­ნა­წი­ლე­ობ­და, სა­ბო­ლოო ჯამ­ში თით­ქმის სრუ­ლი კრა­ხით დას­რულ­და, რად­გან უშუ­ა­ლოდ ის­რა­ე­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მხო­ლოდ ცხრა რა­კე­ტა თუ აფეთ­ქდა და მა­თაც დიდი ვე­რა­ფე­რი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნეს ის­რა­ე­ლის სა­ჰა­ე­რო ბა­ზებს...

სამი დღის შემ­დეგ, 16-17 აპ­რი­ლის ღა­მეს კი­დევ ერთი სა­რა­კე­ტო შე­ტე­ვა გან­ხორ­ცი­ელ­და, ოღონდ ამ­ჯე­რად რუ­სე­თის სა­ჰა­ე­რო ბა­ზის წი­ნა­აღ­მდეგ ანექ­სი­რე­ბუ­ლი ყი­რი­მის ჯან­კო­ი­ში, მხო­ლოდ 12 ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტით და უკ­რა­ი­ნამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საბ­რძო­ლო წარ­მა­ტე­ბა ჩა­ი­წე­რა...

ჯან­კოი ყი­რი­მის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლის ჩრდი­ლო­ეთ ნა­წილ­ში მდე­ბა­რე­ობს და იქ საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დი­დან გან­თავ­სე­ბუ­ლია სამ­ხედ­რო აე­როდ­რო­მი, რო­მელ­ზეც ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლის ანექ­სი­ის შემ­დეგ რუ­სე­თის სამ­ხრე­თის სამ­ხედ­რო ოლ­ქის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­მა­ვა­ლი 39-ე საშ­ვე­ულმფრე­ნო პოლ­კია დის­ლო­ცი­რე­ბუ­ლი. ამ პოლ­კის სამი ეს­კად­რი­ლია აღ­ჭურ­ვი­ლია Ми-8АМТШ სამ­ხედ­რო-სატ­რან­სპორ­ტო, ასე­ვე Ми-35М, Ми-28 და Ка-52 ტი­პის საბ­რძო­ლო შვე­ულმფრე­ნე­ბით.

ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში ვრცელ­დე­ბა С-400 ტი­პის სა­ზე­ნი­ტო-სა­რა­კე­ტო სის­ტე­მის და­ზი­ა­ნე­ბულ/გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი გამ­შვე­ბი და­ნად­გა­რე­ბის ფოტო, მაგ­რამ და­სა­ზუს­ტე­ბე­ლია, ამ ფო­ტო­ზე მარ­თლაც ჯან­კო­ი­ზე უკ­რა­ი­ნუ­ლი სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმის შე­დე­გია ასა­ხუ­ლი თუ არა.

ჯან­კო­ის აე­როდ­რო­მი­დან ფრონ­ტის ხა­ზამ­დე 150 კმ-მდეა და რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის სარ­დლო­ბა სწო­რედ ჯან­კო­ის პოლ­კის " ტერ­მი­ნა­ტო­რებს“,"ალი­გა­ტო­რებ­სა“ და "ღა­მის მო­ნა­დი­რე­ებს“ იყე­ნებ­და გა­სუ­ლი წლის უკ­რა­ი­ნუ­ლი კონ­ტრშე­ტე­ვე­ბის მო­სა­გე­რი­ებ­ლად...

ამი­ტო­მაც უკ­რა­ი­ნის გენშტაბს დიდი ხა­ნია ყელ­ში აქვს გა­ჩხე­რი­ლი ეს რუ­სუ­ლი საშ­ვე­ულმფრე­ნო პოლ­კი და აქამ­დეც, ომის მსვლე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში მას რამ­დენ­ჯერ­მე კი­დეც და­არ­ტყა...

თუმ­ცა 16-17 აპ­რი­ლის სა­ჰა­ე­რო შე­ტე­ვა სულ სხვა სცე­ნა­რით გან­ხორ­ცი­ელ­და, რად­გან ამ­ჯე­რად უკ­რა­ი­ნამ, ისე­ვე რო­გორც რამ­დე­ნი­მე დღის წინ ირან­მა ის­რა­ე­ლის წი­ნა­აღ­მდეგ, მა­სი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნა ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბი...

რა თქმა უნდა, უკ­რა­ი­ნუ­ლი "მა­სი­უ­რი“ სა­რა­კე­ტო დარ­ტყმა რა­ო­დე­ნო­ბით ვერ გა­უ­ტოლ­დე­ბა ირა­ნულს, მაგ­რამ სა­მა­გი­ე­როდ, საბ­რძო­ლო ეფექ­ტი­ა­ნო­ბით ბევ­რად გა­და­ა­ჭარ­ბა...

თუკი ირა­ნულ­მა ხუთ­მა ბა­ლის­ტი­კურ­მა რა­კე­ტამ ის­რა­ე­ლის "ნე­ვა­ტი­მის“ სა­ჰა­ე­რო ბა­ზა­ზე მხო­ლოდ ღრმუ­ლე­ბი და­ტო­ვა, უკ­რა­ი­ნის მიერ გაშ­ვე­ბულ­მა 12 რა­კე­ტამ ჯან­კო­ის აე­როდ­რო­მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რუს ოკუ­პან­ტებს ბევ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საბ­რძო­ლო ზა­რა­ლი მი­ა­ყე­ნეს, ოღონდ არა შვე­ულმფრე­ნე­ბის, არა­მედ ბევ­რად უფრო ძვი­რი სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კის და­ზი­ა­ნე­ბა-გა­ნად­გუ­რე­ბის სა­ხით...უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და­ზუს­ტე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად,მათ­მა სა­რა­კე­ტო დარ­ტყმამ ჯან­კო­ი­ში კრი­ტი­კუ­ლად და­ა­ზი­ა­ნა ან სრუ­ლად გა­ა­ნად­გუ­რა С-400 ტი­პის სა­ზე­ნი­ტო-სა­რა­კე­ტო სის­ტე­მის ოთხი გამ­შვე­ბი და­ნად­გა­რი და სამი რა­დი­ო­ლო­კა­ცი­უ­რი სად­გუ­რი, ამას­თან მწყობ­რი­დან იქნა გა­მოყ­ვა­ნი­ლი თვით რუ­სე­თის არ­მი­ის­თვი­საც ძალ­ზე დე­ფი­ცი­ტუ­რი Фундамент-М ტი­პის სა­ჰა­ე­რო სივ­რცის კონ­ტრო­ლი­სა და ჰა­ერ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო თავ­დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მარ­თვის ცენ­ტრიც... გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

myquiz