მოსკოვში ალექსეი ნავალნის პანაშვიდი მიმდინარეობს | Allnews.Ge

მოსკოვში ალექსეი ნავალნის პანაშვიდი მიმდინარეობს

მოსკოვში ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ალექსეი ნავალნის პანაშვიდი მიმდინარეობს. ალექსეი ნავალნის მოსკოვში, ბორისოვის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად არის გამკაცრებული. ადგილზე სამართალდამცველები პატრულირებენ. მოქალაქეების ნაწილი ეკლესიის მიმდებარედ შეიკრიბა, სადაც პოლიციამ ბარიკადები დაამონტაჟა.

ალექსეი ნავალნი იამალო-ნენეცის ავტონომიური ოლქის კოლონიაში 16 თებერვალს გარდაიცვალა. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის მტკიცებით, ნავალნიმ თავი ცუდად იგრძნო და გონება დაკარგა, რის შემდეგაც მედიკოსებმა მის გადასარჩენად რეანიმაციული ღონისძიებები განახორციელეს, მაგრამ უშედეგოდ.ალექსეი ნავალნის ცხედარი დედას 24 თებერვალს გადასცეს.

myquiz