ილონ მასკმა მესამე შვილსაც კვლავ უცნაური სახელი დაარქვა- რა სახელი შეურჩია მილიადერმა X Æ A-Xii-სა და Exa Dark Sideræl Musk-ს ძმას? | Allnews.Ge

ილონ მასკმა მესამე შვილსაც კვლავ უცნაური სახელი დაარქვა- რა სახელი შეურჩია მილიადერმა X Æ A-Xii-სა და Exa Dark Sideræl Musk-ს ძმას?

ილონ მას­კი ადას­ტუ­რებს, რომ ყო­ფილ პარტნი­ორ­თან, გრა­იმსთან, მე­სა­მე შვი­ლიც ჰყავს. ალ­ბათ არა­ვის გა­უკ­ვირ­დე­ბა, რომ მისი სა­ხე­ლიც ისე­თი­ვე უჩ­ვე­უ­ლოა, რო­გო­რიც მისი და-ძმის. რო­გორც ახა­ლი ამ­ბე­ბის ან­გა­რი­შის პოს­ტში ვკი­თხუ­ლობთ, ილო­ნის მე­სა­მე შვილს Tau Techno Mechanicus ჰქვია. მასკმა ეს ინ­ფორ­მა­ცია კო­მენ­ტარ­ში თვი­თო­ნაც და­ა­დას­ტუ­რა.

მე­სა­მე შვი­ლის არ­სე­ბო­ბას დღემ­დე სა­ი­დუმ­ლოდ ინა­ხავ­და წყვი­ლი.მას­კი და კა­ნა­დე­ლი მომ­ღე­რა­ლი ერ­თმა­ნეთს 2021 წელს და­შორ­დნენ, მაგ­რამ გრა­იმ­სის თქმით, მათი ურ­თი­ერ­თო­ბის სტა­ტუ­სი ხში­რად იც­ვლე­ბა.

წყვილის პირველ შვილს X Æ A-Xii ჰქვია, მეორეს - Exa Dark Sideræl Musk.

grimes-elon-musk-64-47847-1694668648.jpg

ჯერ კი­დევ 2022 წლის მარ­ტში, გრა­იმსმა გა­ამ­ჟღავ­ნა, რომ მისი და მას­კის შვი­ლი, Exa, 2021 წლის დე­კემ­ბერ­ში სუ­რო­გა­ტის დახ­მა­რე­ბით შე­ე­ძი­ნათ. რაც შე­ე­ხე­ბა მათ უმ­ცროს ვაჟს, ზედ­მეტ­სა­ხე­ლად Y-ს, ის 2020 წლის მა­ის­ში გაჩ­ნდა.

მასკს წინა ორი ქორ­წი­ნე­ბი­დან კი­დევ 5 შვი­ლი ჰყავს. მათ გარ­და, თა­ვი­სი­ვე კომ­პა­ნი­ა­ში და­საქ­მე­ბულ ში­ვონ ზი­ლის­თან ტყუ­პი ეყო­ლა. მას­კი ხში­რად სა­უბ­რობს იმა­ზე, რომ შო­ბა­დო­ბის კლე­ბა მას ძა­ლი­ან აღელ­ვებს და ფიქ­რობს, რომ ეს კა­ცობ­რი­ო­ბის­თვის ყვე­ლა­ზე დიდ საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს. მისი თქმით, ის ყვე­ლა­ფერს აკე­თებს, რომ ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა­ში სა­კუ­თა­რი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს.

myquiz