ვინ არის მარია ლვოვა-ბელოვა? - ქალი, რომლის პუტინთან ერთად დაკავების ორდერი ჰააგის სასამართლომ გასცა | Allnews.Ge

ვინ არის მარია ლვოვა-ბელოვა? - ქალი, რომლის პუტინთან ერთად დაკავების ორდერი ჰააგის სასამართლომ გასცა

17 მარტს, ჰა­ა­გის სა­ერ­თა­შო­რი­სო სის­ხლის სა­მარ­თლის სა­სა­მარ­თლომ (ICC) რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი­სა და ბავ­შვთა ომ­ბუდსმე­ნის მა­რია ლვო­ვა-ბე­ლო­ვას მი­მართ და­პა­ტიმ­რე­ბის ორ­დე­რი გას­ცა. სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­ცე­მუ­ლი და­პა­ტიმ­რე­ბის ორ­დე­რე­ბი ნიშ­ნავს, რომ ამ სა­სა­მარ­თლოს წევრ ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნას (123 სა­ხელ­მწი­ფოს), რომ­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეც ფეხს დად­გა­მენ პუ­ტი­ნი ან მა­რია ლვო­ვა-ბე­ლო­ვა, აქვს მათი და­კა­ვე­ბის და სა­სა­მარ­თლოს­თვის გა­და­ცე­მის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა.

ორ­დე­რის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­ლავთ უკ­რა­ი­ნა­ში წა­მო­წყე­ბუ­ლი სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი ომი. სა­სა­მარ­თლო ომის და­ნა­შა­უ­ლე­ბის ჩა­დე­ნის გამო რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას აკის­რებს. ორ­დე­რი გა­ი­ცა ბავ­შვთა საქ­მე­ებ­ში რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი წარ­მო­მად­გენ­ლის, მა­რია ლვო­ვა-ბე­ლო­ვას წი­ნა­აღ­მდე­გაც.

ლვო­ვა-ბე­ლო­ვას იმა­ვე და­ნა­შა­ულ­ში ედე­ბა ბრა­ლი, რა­შიც პუ­ტინს: მო­სახ­ლე­ო­ბის (ბავ­შვე­ბის) უკა­ნო­ნო დე­პორ­ტა­ცია და მო­სახ­ლე­ო­ბის (ბავ­შვე­ბის) უკა­ნო­ნო გა­დაყ­ვა­ნა უკ­რა­ი­ნის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში.

fgowptr1ohdpwleq01p4mxe9z061tgco-43017-1679394078.png

"გვაქვს სა­ფუძ­ვე­ლი ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ლვო­ვა-ბე­ლო­ვას ეკის­რე­ბა პი­რა­დი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აღ­ნიშ­ნულ და­ნა­შა­უ­ლებ­ზე, ამ ქმე­დე­ბე­ბის ჩა­დე­ნით პირ­და­პირ, სხვა პი­რებ­თან ერ­თად ან/და სხვა პი­რე­ბის ქმე­დე­ბე­ბით“, - ნათ­ქვა­მია სა­სა­მარ­თლოს გან­ცხა­დე­ბა­ში.

ლვო­ვა-ბე­ლო­ვა ამ­ბობს, რომ ICC-ს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, მისი მუ­შა­ო­ბის და­დე­ბი­თად შე­ფა­სე­ბად აღიქ­ვამს.

"ძა­ლი­ან კარ­გია, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ და­ა­ფა­სა ჩვე­ნი შრო­მა ბავ­შვე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად. ის, რომ მათ არ ვტო­ვებთ სა­ო­მარ ზო­ნა­ში, გა­მოგ­ვყავს, ვუქ­მნით კარგ პი­რო­ბებს. მათ გარ­შე­მო მო­სიყ­ვა­რუ­ლე და მზრუნ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. სან­ქცი­ე­ბი სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნამ და­მი­წე­სა, ია­პო­ნი­ა­მაც კი, ახლა კი და­კა­ვე­ბის ორ­დე­რი გას­ცეს, მა­ინ­ტე­რე­სებს, რა მოხ­დე­ბა შემ­დეგ“, - ამ­ბობს ის RTVI-სთვის მი­ცე­მულ კო­მენ­ტარ­ში.

რა არის ცნო­ბი­ლი მა­რია ლვო­ვა-ბე­ლო­ვა­ზე?

მა­რია ლვო­ვა-ბე­ლო­ვა ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცვე­ლად 2021 წლის ბო­ლოს და­ი­ნიშ­ნა. მა­ნამ­დე ქალი პენ­ზას რე­გი­ო­ნის ფე­დე­რა­ცი­ის საბ­ჭო­ში, რუ­სე­თის სა­ხალ­ხო ფრონ­ტის (პუ­ტი­ნის მიერ შექ­მნი­ლი მოძ­რა­ო­ბა) ერთ-ერთი ლი­დე­რი გახ­ლდათ. უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის პოსტზე მან შეც­ვა­ლა ანა კუზ­ნე­ცო­ვა, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო სა­თათ­ბი­რო­ში გა­და­ვი­და სა­მუ­შა­ოდ.

ლვო­ვა-ბე­ლო­ვა­სა და კუზ­ნე­ცო­ვას ბი­ოგ­რა­ფი­ე­ბი ძა­ლი­ან ჰგავს: ორი­ვე პენ­ზა­ში და­ი­ბა­და და იქ და­ი­წყეს კა­რი­ე­რა. ორი­ვე და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­ზე და ჰყავთ ნაშ­ვი­ლე­ბი ბავ­შვე­ბი.

38 წლის ლვო­ვა-ბე­ლო­ვას ხუთი ბი­ო­ლო­გი­უ­რი შვი­ლი და კი­დევ რამ­დე­ნი­მე ნაშ­ვი­ლე­ბი ჰყავს. გარ­და ამი­სა, მისი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა 13 შშმ ბავ­შვი. ამის შე­სა­ხებ მან პუ­ტინს თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვნის შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და. იხილეთ სრულად

myquiz