რამზან კადიროვის 17 წლის შვილი დაოჯახდა: რა კადრები გავრცელდა მედიაში | Allnews.Ge

რამზან კადიროვის 17 წლის შვილი დაოჯახდა: რა კადრები გავრცელდა მედიაში

4 მარტს ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის, რამ­ზან კა­დი­რო­ვის 17 წლის ვაჟი და­ქორ­წინ­და. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში წე­რენ, რომ სა­ქორ­წი­ლო კორ­ტე­ჟი შედ­გე­ბო­და 90-მდე პრე­მი­უმ კლა­სის მან­ქა­ნის­გან - Bugatti-სა Rolls-Royce-ის­გან, თუმ­ცა ვი­დე­ოს და ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა მათ აკ­რძა­ლუ­ლი ჰქონ­დათ.

ერ­თა­დერ­თი ვი­დეო, რო­მე­ლიც გავ­რცელ­და, ცნო­ბილ­მა რუს­მა მომ­ღე­რალ­მა ტი­მა­ტიმ გა­და­ი­ღო. ის ქორ­წი­ლის სტუმ­რებს შო­რის იყო. ტი­მა­ტიმ ვი­დეო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ნა­თავ­სა. ქორ­წი­ლი­დან სხვა ვი­დეო და ფო­ტო­მა­სა­ლა არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა, რად­გან ეს წი­ნას­წარ კა­ტე­გო­რი­უ­ლად აკ­რძა­ლეს.

რო­გორც ptoday.ru წერს, ქორ­წი­ლის ცე­რე­მო­ნი­ამ­დე კა­დი­რო­ვის ვაჟი რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს შეხ­ვდა. იმა­ვე დღეს გა­ირ­კვა, რომ ის ქორ­წინ­დე­ბო­და, მა­ნამ­დე კა­დი­რო­ვის ად­მი­ნის­ტრა­ცია მათი ლი­დე­რის 17 წლის ვა­ჟის და­ო­ჯა­ხე­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას ასა­ი­დუმ­ლო­ებ­და.

axmat-63225-1679213063.jpg

"ამის შე­სა­ხებ მხო­ლოდ მას შემ­დეგ გახ­და ცნო­ბი­ლი, რაც პუ­ტინ­მა მას სა­ჯა­როდ მი­უ­ლო­ცა. ცნო­ბის­თვის, უფ­როს­მა კა­დი­როვ­მა ყვე­ლა წყვი­ლის­თვის, ვინც იმ დღეს ქორ­წილს გა­და­იხ­დი­და, ჯილ­დოდ 100 ათა­სი რუბ­ლი და­ა­წე­სა", - წერს გა­მო­ცე­მა. სტა­ტი­ა­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ კა­დი­რო­ვის ვაჟ­მა ზე­პი­რად იცის ყუ­რა­ნი, და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია ММА-ის ბრძო­ლე­ბით. მის სა­ხელს ატა­რებს ჩეჩ­ნეთ­ში ერთ-ერთი სპორ­ტკომ­პლექ­სი.

yvavilebi-63253-1679213077.jpg

"გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ის მე­გობ­რებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის ზო­ნა­ში", - წერს გა­მო­ცე­მა. განაგრძეთ კითხვა

myquiz