ესპანეთის პრინცესა ჯარში მიდის - ტახტის 17 წლის მემკვიდრე 3-წლიან სამხედრო წვრთნას გაივლის | Allnews.Ge

ესპანეთის პრინცესა ჯარში მიდის - ტახტის 17 წლის მემკვიდრე 3-წლიან სამხედრო წვრთნას გაივლის

ეს­პა­ნე­თის მეფე, ფი­ლი­პე VI და დე­დო­ფა­ლი ლე­ტი­ცია აცხა­დე­ბენ, რომ სა­მე­ფო ტახ­ტის მემ­კვიდ­რე, 17 წლის პრინ­ცე­სა ლე­ო­ნო­რი სამ­წლი­ან სამ­ხედ­რო წვრთნას გა­ივ­ლის. გო­გო­ნა ამ­ჟა­მად სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის სა­ფე­ხურ­ზე უელ­სის UWC Atlantic College-ში სწავ­ლობს. პრინ­ცე­სას სამ­ხედ­რო წვრთნე­ბი სა­რა­გო­სას გე­ნე­რა­ლურ სამ­ხედ­რო აკა­დე­მი­ა­ში აგ­ვის­ტო­დან და­ი­წყე­ბა, ამის შემ­დეგ ის სა­ზღვაო ფლოტ­ში გა­ა­ტა­რებს 1 წელს. ლე­ო­ნო­რი წვრთნე­ბის ბოლო, მე­სა­მე წელს, გე­ნე­რა­ლურ სა­ჰა­ე­რო აკა­დე­მი­ა­ში გა­ა­ტა­რებს.

leonor-45082-1679124426.jpg

ეს­პა­ნე­თის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა მარ­გა­რი­ტა რობ­ლეს­მაც და­ა­დას­ტუ­რა ეს ინ­ფორ­მა­ცია პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე:

"ბოლო წლებ­ში დიდი ძა­ლის­ხმე­ვა დავ­ხარ­ჯეთ, რომ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში ქა­ლე­ბიც ჩარ­თუ­ლიყ­ვნენ. ეს მისი უდი­დე­ბუ­ლე­სო­ბის მხრი­დან ჩვე­ნი ქვეყ­ნის მე­თა­უ­რო­ბის­კენ გა­დად­გმუ­ლი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ნა­ბი­ჯია“,- გა­ნა­ცხა­და რობ­ლეს­მა.

სამ­ხედ­რო მომ­ზა­დე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ლე­ო­ნორს სა­ზღვაო ფლოტ­ში უმ­ცრო­სი ოფიც­რის, ჯარ­ში ლე­ი­ტე­ნან­ტის და სა­ჰა­ე­რო ძა­ლებ­ში კი სარ­დლის წო­დე­ბა ექ­ნე­ბა. პრინ­ცე­სა ლე­ო­ნო­რი მა­მის, ფი­ლი­პეს კვალს მიჰ­ყვე­ბა, რო­მელ­მაც სამ­ხედ­რო წვრთნა მა­ნამ­დე გა­ი­ა­რა, ვიდ­რე მად­რი­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­მარ­თლის მა­გის­ტრის ხა­რისხს აი­ღებ­და.

princesa-45127-1679124441.jpg

პრინ­ცე­სა ლე­ო­ნო­რი UWC Atlantic College-ში 15 წლის ასაკ­ში ჩა­ი­რი­ცხა

მეფე-დე­დო­ფალ­მა ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მას შემ­დეგ გა­ა­სა­ჯა­რო­ვა, რაც გა­ნა­ცხა­დეს, რომ სექ­ტემ­ბერ­ში ლე­ო­ნო­რის უმ­ცრო­სი და, 15 წლის ინ­ფან­ტა სო­ფი­აც UWC Atlantic College-ში ჩა­ი­რი­ცხე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, სო­ფი­აც დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში გა­და­ვა და კამ­პუ­სის რვა პან­სი­ო­ნა­ტი­დან ერთ-ერ­თში იცხოვ­რებს. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად, ამა­ვე სას­წავ­ლე­ბელ­ში სწავ­ლობ­და მეფე ჩარლ­ზიც. იხილეთ სრულად

myquiz