"ეს პუტინის სრული იზოლაციაა..." - რა მნიშვნელობა აქვს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას და რამდენად რეალურია ახლა რუსეთის პრეზიდენტის დაჭერა? | Allnews.Ge

"ეს პუტინის სრული იზოლაციაა..." - რა მნიშვნელობა აქვს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას და რამდენად რეალურია ახლა რუსეთის პრეზიდენტის დაჭერა?

დღეს, 17 მარტს სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლომ (ICC) გა­ავ­რცე­ლა ცნო­ბა რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მირ პუ­ტინ­სა და რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ოფის­ში ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბის კო­მი­სარ მა­რია ლვო­ვა-ბე­ლო­ვა­ზე და­პა­ტიმ­რე­ბის ორ­დე­რე­ბის გა­ცე­მის შე­სა­ხებ.

"სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლოს (ICC) მე­ო­რე წი­ნა­სა­სა­მარ­თლო პა­ლა­ტამ უკ­რა­ი­ნის სი­ტუ­ა­ცი­ის კონ­ტექ­სტში გა­მოს­ცა და­პა­ტიმ­რე­ბის ორ­დე­რე­ბი ორ პირ­ზე: ბა­ტონ ვლა­დი­მირ ვლა­დი­მი­რის ძე პუ­ტინ­სა და ქალ­ბა­ტონ მა­რია ალექ­სე­ის ასულ ლვო­ვა-ბე­ლო­ვა­ზე. ბა­ტო­ნი ვლა­დი­მირ ვლა­დი­მირს ძე პუ­ტი­ნი, და­ბა­დე­ბუ­ლი 1952 წლის 7 ოქ­ტომ­ბერს, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი, სა­ვა­რა­უ­დოდ პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია ომის და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის - მო­სახ­ლე­ო­ბის (ბავ­შვე­ბის) უკა­ნო­ნო დე­პორ­ტა­ცი­ი­სა და უკ­რა­ი­ნის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში მო­სახ­ლე­ო­ბის (ბავ­შვე­ბის) უკა­ნო­ნო გა­დაყ­ვა­ნის გამო. და­ნა­შა­უ­ლე­ბი სა­ვა­რა­უ­დოდ ჩა­დე­ნი­ლია უკ­რა­ი­ნის ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სულ მცი­რე 2022 წლის 24 თე­ბერ­ვლის შემ­დეგ“.

მე­ო­რე პირ­ზე და­პა­ტიმ­რე­ბის ორ­დე­რის გა­ცე­მის შე­სა­ხებ ჰა­ა­გის ტრი­ბუ­ნა­ლის სა­იტ­ზე ვკი­თხუ­ლობთ:

"ქალ­ბა­ტო­ნი მა­რია ალექ­სე­ის ასუ­ლი ლვო­ვა-ბე­ლო­ვა, და­ბა­დე­ბუ­ლი 1984 წლის 25 ოქ­ტომ­ბერს, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის ოფი­სის ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბის კო­მი­სა­რი, სა­ვა­რა­უ­დოდ პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია ომის და­ნა­შა­ულ­ზე - მო­სახ­ლე­ო­ბის (ბავ­შვე­ბის) უკა­ნო­ნო დე­პორ­ტა­ცი­ი­სა და უკ­რა­ი­ნის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში მო­სახ­ლე­ო­ბის (ბავ­შვე­ბის) უკა­ნო­ნო გა­დაყ­ვა­ნის გამო. და­ნა­შა­უ­ლე­ბი სა­ვა­რა­უ­დოდ ჩა­დე­ნი­ლია უკ­რა­ი­ნის ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სულ მცი­რე 2022 წლის 24 თე­ბერ­ვლის შემ­დეგ“.

გა­ე­როს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა საბ­ჭოს ეგი­დით ჩა­ტა­რე­ბულ გა­მო­ძი­ე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ რუ­სეთ­მა უკ­რა­ი­ნის ბევრ რე­გი­ონ­ში მრა­ვა­ლი ომის და­ნა­შა­უ­ლი და, სა­ვა­რა­უ­დოდ, კა­ცობ­რი­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა. გა­მო­ძი­ე­ბამ გა­მო­ავ­ლი­ნა რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი: ბავ­შვე­ბის კი­ე­ვის კონ­ტრო­ლის მიღ­მა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­დაყ­ვა­ნა, ფილტრა­ცი­ის სის­ტე­მის არ­სე­ბო­ბა და და­კა­ვე­ბის არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი პი­რო­ბე­ბი.

icc-hague-1880x1254-1679124124.jpeg

ჰა­ა­გის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მა­რია ზა­ხა­რო­ვა გა­მო­ეხ­მა­უ­რა:

"რუ­სე­თი სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლოს რო­მის სტა­ტუ­ტის მო­ნა­წი­ლე არ არის და არ ეკის­რე­ბა ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი. რუ­სე­თი არ თა­ნამ­შრომ­ლობს ამ ორ­გა­ნოს­თან და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლოს­გან მომ­დი­ნა­რე და­კა­ვე­ბის შე­საძ­ლო „რე­ცეპ­ტე­ბი“, ჩვენ­თვის იუ­რი­დი­უ­ლად ბა­თი­ლი იქ­ნე­ბა“, - თქვა ზა­ხა­რო­ვამ.

ჰა­ა­გის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე AMBEBI.GE-ს უსაფრ­თხო­ე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი ან­დრო გო­ცი­რი­ძე ესა­უბ­რა:

"სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თშო­რი­სო სა­სა­მარ­თლომ პუ­ტი­ნის და­კა­ვე­ბის ორ­დე­რი გას­ცა. ბუ­ნებ­რი­ვია, ომის მო­ცე­მულ ეტაპ­ზე ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა არა­რე­ა­ლუ­რია, თუმ­ცა პო­ლი­ტი­კუ­რად ამას თა­ვი­სი შე­დე­გე­ბი აქვს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით რუ­სე­თის მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტი სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­ნა­შა­ვედ ცხად­დე­ბა, რაც გა­მო­რი­ცხავს მას­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დას­თან დაჯ­დო­მას, ასე­ვე, მის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ნე­ბის­მი­ერ მსოფ­ლიო ფო­რუმ­ში.დამ­ნა­შა­ვის სტა­ტუ­სი ამ­ყა­რებს და­სავ­ლე­თის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რომ რუ­სე­თი ბრძო­ლის ველ­ზე უნდა და­მარ­ცხდეს და მხო­ლოდ ამის შემ­დგო­მაა შე­საძ­ლე­ბე­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ომის­შემ­დგომ არ­ქი­ტექ­ტუ­რა­სა, თუ უკ­რა­ი­ნის აღმშე­ნებ­ლო­ბის სა­კი­თხებ­ზე. იხილეთ სრულად

myquiz