მარგარიტა სიმონიანს სომხეთში შესვლა აუკრძალეს -პუტინისტი აღშფოთებულია: რას პასუხობს ის ფაშინიანს? | Allnews.Ge

მარგარიტა სიმონიანს სომხეთში შესვლა აუკრძალეს -პუტინისტი აღშფოთებულია: რას პასუხობს ის ფაშინიანს?

სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ნი­კოლ ფა­ში­ნი­ან­მა კრემ­ლის პრო­პა­გან­დის­ტებს, RT-ს მთა­ვარ რე­დაქ­ტორს მარგა­რი­ტა სი­მო­ნი­ანს, კონ­სტან­ტინ ზა­ტუ­ლინს და არამ გაბ­რე­ლი­ა­ნოვს, სომ­ხე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბის გამო, ქვე­ყა­ნა­ში შეს­ვლა აუკ­რძა­ლა. ფა­ში­ნი­ან­მა 14 მარ­ტის პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის დროს ამის შე­სა­ხებ პი­რა­დად გა­ნა­ცხა­და.

“ამ ხალ­ხს 1% მა­ინც რომ გა­ე­კე­თე­ბი­ნათ იმი­სა, რაც სომ­ხეთს გა­უ­კე­თეს, იმ ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც ცხოვ­რო­ბენ, სა­კუ­თარ სახ­ლებ­ში ვი­ზე­ბის გა­რე­შე ვერ დაბ­რუნ­დე­ბოდ­ნენ”, – ამ­ბობს ფა­ში­ნი­ა­ნი.

გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ სი­მო­ნი­ან­მა ფა­ში­ნი­ანს "ტე­ლეგ­რამ­ზე" უპა­სუ­ხა, მას სო­მე­ხი ხალ­ხის მო­ღა­ლა­ტე, არა­რა­ო­ბა უწო­და, რო­მელ­საც სძულს რუ­სე­თი და ატყუ­ებს პუ­ტინს.

"ის არის სო­მე­ხი ხალ­ხის მო­ღა­ლა­ტე, მან გა­ყი­და და უღა­ლა­ტა ყვე­ლა სომ­ხურ ინ­ტე­რე­სებს, რომ­ლებ­საც შე­ეძ­ლო ეღა­ლა­ტა და გა­ე­ყი­და და გა­ყი­დის. მას სძულს რუ­სე­თი და ატყუ­ებს პუ­ტინს. ამ სი­ტყვე­ბის გამო ამიკ­რძა­ლეს სომ­ხეთ­ში შეს­ვლა, რა­ზეც ჯერ კი­დევ ზა­ფხულ­ში ვლა­პა­რა­კობ­დი, მაგ­რამ არ გჯე­რო­დათ, რომ სო­მე­ხი ჯი­შის ქალს სომ­ხეთ­ში შეს­ვლა­ზე უარი ეთ­ქვა. ეს, სი­მარ­თლე გი­თხრათ, დი­დად არ მა­წუ­ხებს - სომ­ხეთ­ში წას­ვლას მა­ინც არ ვა­პი­რებ­დი და ცხოვ­რე­ბა­ში მხო­ლოდ ორ­ჯერ ვარ ნამ­ყო­ფი. ერთხელ მივ­ლი­ნე­ბით და მე­ო­რედ - ტიგ­რან­თან ერ­თად, რო­დე­საც მისი ნა­თე­სა­ვის გა­საც­ნო­ბად ჩა­ვე­დით... ფა­ში­ნი­ა­ნის მმარ­თვე­ლო­ბის დროს მე სომ­ხეთ­ში არ­ცერთ შემ­თხვე­ვა­ში არ გავფრინ­დე­ბო­დი. მაგ­რამ უხერ­ხუ­ლია ის ფორ­მუ­ლი­რე­ბა, რის­თვი­საც შეს­ვლა ამიკ­რძა­ლეს", - წერს პუ­ტი­ნის­ტი სი­მო­ნი­ა­ნი.

სომ­ხე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, მარ­გა­რი­ტა სი­მო­ნი­ანს და რუ­სე­თის პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტატს, კონ­სტან­ტინ ზა­ტულნს სომ­ხეთ­ში ჩას­ვლა 2022 წლის ოქ­ტომ­ბერ­შიც აუკ­რძა­ლა იმ მი­ზე­ზით, რომ 2020 წლის ყა­რა­ბა­ღის ომში და­მარ­ცხე­ბა­ში ზა­ტუ­ლი­ნი სომ­ხე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ადა­ნა­შა­უ­ლებ­და. მარ­გა­რი­ტა სი­მო­ნი­ან­მა კი იქამ­დე რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­ბი სომ­ხე­ბის სა­ხე­ლით ფა­ში­ნი­ა­ნი და­ა­და­ნა­შა­უ­ლა ან­ტი­რუ­სუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბის გამო.

myquiz