"პუტინისა და კაბაევას საიდუმლო ვაჟი, რომელიც მამას ძალიან ჰგავს" - რა ფოტოს ავრცელებს აშშ-ში მცხოვრები რუსი პოლიტიკოსი? | Allnews.Ge

"პუტინისა და კაბაევას საიდუმლო ვაჟი, რომელიც მამას ძალიან ჰგავს" - რა ფოტოს ავრცელებს აშშ-ში მცხოვრები რუსი პოლიტიკოსი?

ინ­ტერ­ნეტ­ში ყო­ფი­ლი სპორ­ტსმე­ნის, ალი­ნა კა­ბა­ე­ვას სა­ი­დუმ­ლო შვი­ლის ფოტო ვრცელ­დე­ბა. ბიჭი სა­ოც­რად ჰგავს პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტინს.

"დი­მიტ­რი ვლა­დი­მი­რო­ვიჩ კა­ბა­ე­ვი ალი­ნა მა­რა­ტოვ­ნა კა­ბა­ე­ვას ვაჟი, ტრი­ლი­ო­ნე­რი

ბიჭი და­ახ­ლო­ე­ბით 10-11 წლი­საა" - წერს რუსი პო­ლი­ტი­კო­სი და ბიზ­ნეს­მე­ნი კონ­სტან­ტინ ბო­რო­ვოი, რო­მე­ლიც ახლა შტა­ტებ­ში ცხოვ­რობს. (ცნო­ბის­თვის, რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო დუ­მის ყო­ფილ­მა დე­პუ­ტატ­მა, ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა პო­ლი­ტი­კოს­მა კონ­სტან­ტინ ბო­რო­ვო­იმ, რუ­სე­თი 2019 წელს და­ტო­ვა და პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­სა­ფა­რი ითხო­ვა აშშ-ში. რუ­სეთ­ში მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე ემუქ­რე­ბო­და, რად­გან მას მუდ­მი­ვად უთ­ვალ­თვა­ლებ­დნენ. მას შემ­დეგ ბო­რო­ვოი შტა­ტებ­ში ცხოვ­რობს)

1628865135-photo-2021-08-13-16-43-10-66087-1674806445.jpg

უკვე მრა­ვა­ლი წე­ლია, რაც ჭო­რის სა­ხით ვრცელ­დე­ბა, რომ რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს რო­მა­ნის აქვს ყო­ფილ ტან­ვარ­ჯი­შე ალი­ნა კა­ბა­ე­ვას­თან. ამა­ზე მე­დია უკვე ბევ­რი წე­ლია წერს. პუ­ტი­ნი­სა და კა­ბა­ე­ვას რო­მა­ნი ხში­რად გა­ნი­ხი­ლე­ბო­და მე­დი­ა­ში უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის შე­მეგ, რად­გან ქალი, რო­მე­ლიც შვე­ი­ცა­რი­ა­ში ცხოვ­რობ­და შვი­ლებ­თან ერ­თად მოს­კოვ­ში დაბ­რუნ­და.

302021-2-65996-1674806467.jpg

ალი­ნა კა­ბა­ე­ვა ერთ-ერ­თია იმ რუ­სებს შო­რის, რომ­ლე­ბიც და­სავ­ლე­თის სან­ქცი­ე­ბის სი­ა­ში მოხ­ვდა.

2008 წელს მე­დია აქ­ტი­უ­რად წერ­და პუ­ტი­ნი­სა და კა­ბა­ე­ვას გარ­და­უ­ვა­ლი ქორ­წი­ლის შე­სა­ხებ, რაც კრემ­ლმა მა­შინ კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო. წლე­ბის მან­ძილ­ზე არა­ერ­თი სტა­ტია და­წე­რი­ლა წყვი­ლის სა­ერ­თო შვი­ლე­ბის შე­სა­ხებ. ამ­ბო­ბენ, რომ 2015 წლის მარ­ტში სპორ­ტსმენ­მა ფა­რუ­ლად გა­ა­ჩი­ნა მე­ო­რე შვი­ლი შვე­ი­ცა­რი­ის VIP კლი­ნი­კა­ში. იმ პე­რი­ოდ­ში პუ­ტინ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­მო­ჩე­ნა შე­წყვი­ტა, რაც მე­დი­ას ყუ­რა­დღე­ვის მიღ­მა არ დარ­ჩე­ნია.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ოფი­ცი­ა­ლუ­რად კა­ბა­ე­ვა არ არის და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი და არც ყო­ფი­ლა. ასე­ვე არ არ­სე­ბობს ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია მისი შვი­ლე­ბის შე­სა­ხებ. ბავ­შვი კი, რომ­ლის ფო­ტოც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და, რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს ძა­ლი­ან ჰგავს.

myquiz