ინდოეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ნაზალური ვაქცინა დაამტკიცეს- რა ვიცით მასზე? | Allnews.Ge

ინდოეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ნაზალური ვაქცინა დაამტკიცეს- რა ვიცით მასზე?

ინ­დო­ეთ­მა კო­ვი­დის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პირ­ვე­ლი ნა­ზა­ლუ­რი ვაქ­ცი­ნა და­ამ­ტკი­ცა. ვაქ­ცი­ნა სა­ხე­ლად iNCOVACC დამ­ზა­დე­ბუ­ლია Bharat Biotech-ის მიერ. ის არის ცხვირ­ში ჩა­სა­წყვე­თე­ბე­ლი სი­თხე და ას­ტი­მუ­ლი­რებს იმ ქსო­ვი­ლე­ბის იმუ­ნურ პა­სუხს, რომ­ლე­ბიც ცხვი­რის ღრუ­შია.

მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ნა­ზა­ლუ­რი ვაქ­ცი­ნა აუმ­ჯო­ბე­სებს იმუ­ნი­ტეტს ცხვი­რი­სა და სა­სუნ­თქი გზე­ბის ზედა გარსში, სა­ი­და­ნაც რო­გორც წესი, კო­ვი­დი ხვდე­ბა სხე­ულ­ში. და­სავ­ლუ­რი ქვეყ­ნე­ბის მეც­ნი­ე­რე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ სა­უბ­რო­ბენ მის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა­ზე, თუმ­ცა ცხვი­რის სპრე­ის ფორ­მის ვაქ­ცი­ნებს იკ­ვლე­ვენ კვლე­ვი­თი ჯგუ­ფე­ბი აშშ-სა და დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში.

გა­სუ­ლი წლის ნო­ემ­ბერ­ში ინ­დო­ე­თის წამ­ლის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­მა და­ამ­ტკი­ცა iNCOVACC-ის გა­მო­ყე­ნე­ბა რო­გორც გა­მაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი დოზა და მას აძ­ლევ­დნენ მოზ­რდი­ლებს გა­და­უ­დე­ბე­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ორი მთა­ვა­რი ინ­დუ­რი ვაქ­ცი­ნის - Covishied-ის ან Covaxin-ის ორი დო­ზის გა­კე­თე­ბის შემ­დეგ.

iNCOVACC ადე­ნო­ვირუს­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნაა. ადე­ნო­ვირუ­სი გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია რო­გორც ერ­თგვა­რი გე­ნე­ტი­კუ­რი კო­დის გა­დამ­ტა­ნი და ის ას­წავ­ლის ორ­გა­ნიზმს რო­გორ ებ­რძო­ლოს ინ­ფექ­ცი­ას. ვაქ­ცი­ნა­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ადე­ნო­ვირუ­სე­ბი არის უვ­ნე­ბე­ლი გა­დამ­ტა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც შეც­ვლი­ლია ისე, რომ მათ არ შე­უძ­ლი­ათ გამ­რავ­ლე­ბა, ან ინ­ფექ­ცი­ის გა­მოწ­ვე­ვა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს არ არის კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პირ­ვე­ლი ნა­ზა­ლუ­რი ვაქ­ცი­ნა. 2022 წლის სექ­ტემ­ბერ­ში ჩი­ნეთ­მაც და­ამ­ტკი­ცა კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ცხვირ­ში ჩა­საწ­ვე­თე­ბე­ლი ვაქ­ცი­ნა და მას სპრე­ის ფორ­მა აქვს.

myquiz