ქალი, რომელიც პუტინის მოედანზე, ფაქტობრივად, ბრძოლისთვის გაუშვეს - ვინ არის რუსეთში აშშ - ის ახალი ელჩი კრემლის კედლებში? | Allnews.Ge

ქალი, რომელიც პუტინის მოედანზე, ფაქტობრივად, ბრძოლისთვის გაუშვეს - ვინ არის რუსეთში აშშ - ის ახალი ელჩი კრემლის კედლებში?

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ახა­ლი ელჩი, ლინ ტრე­ი­სი მოს­კოვ­ში ჩა­ვი­და, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას რუ­სეთ­ში აშშ-ის სა­ელ­ჩო ავ­რცე­ლებს.

"ელჩო ტრე­ის, კე­თი­ლი იყოს თქვე­ნი მობ­რძა­ნე­ბა რუ­სეთ­ში“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­ელ­ჩოს "ტე­ლეგ­რა­მის“ არხზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოს­ტში.

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში რუ­სე­თის ელჩმა, ანა­ტო­ლი ან­ტო­ნოვ­მა და რუ­სეთ­ში აშშ-ის ახალ­მა ელჩმა, ლინ ტრე­ი­სიმ 24 იან­ვარს ვა­შინგტონ­ში შეხ­ვედ­რა გა­მარ­თეს.

იმა­ვე დღეს, რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, სერ­გეი რი­ა­ბკოვ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რომ ლინ ტრე­ის­თან გაგ­რძელ­დე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, რომ­ლის მი­ზა­ნია რუ­სეთ-ამე­რი­კის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის პრობ­ლე­მურ ას­პექ­ტე­ბის ნორ­მა­ლი­ზე­ბა.

treisi3-43629-1674721895.webp

ვინ არის ლინ ემ ტრე­ი­სი? 59 წლის ლინ ტრე­ი­სი აშშ-ის სე­ნატ­მა რუ­სეთ­ში ელ­ჩად 2022 წლის 21 დე­კემ­ბერს და­ამ­ტკი­ცა. ნო­ემ­ბრის ბო­ლოს მან სე­ნატ­ში გა­მარ­თულ მოს­მე­ნებ­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ იზი­ა­რებს ვა­შინგტო­ნის პო­ლი­ტი­კას რუ­სე­თის მი­მართ და მხარს უჭერს ან­ტი­რუ­სულ სან­ქცი­ებს.

ის ელ­ჩად აშშ-სა და რუ­სეთს შო­რის უკი­დუ­რე­სად გარ­თუ­ლე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის ფონ­ზე და­ი­ნიშ­ნა. "ამე­რი­კე­ლებ­მა ის პუ­ტი­ნის მო­ე­დან­ზე გა­უშ­ვეს იმის­თვის, რომ წინ აღუდ­გეს რუ­სე­თის დიქ­ტა­ტორს", - წერს მე­დია.

"ის არის დიპ­ლო­მა­ტი, რო­მელ­საც აქვს ლი­დე­რო­ბის და სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა, აქვს გამ­ბე­და­ო­ბა, შე­ას­რუ­ლოს თა­ვი­სი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი მტრუ­ლად გან­წყო­ბი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში და წარ­მო­ად­გი­ნოს ამე­რი­კა კრემ­ლის კედ­ლებ­ში.

lin-treysi1-e1611332862325-43183-1674721907.jpg

და მას აქვს გა­მოც­დი­ლე­ბა, წარ­მარ­თოს მი­სია ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე რთულ ად­გი­ლას, სა­დაც დღეს ჩვე­ნი დიპ­ლო­მა­ტე­ბი მუ­შა­ო­ბენ“, - ამ­ბობს სე­ნატ­ში დე­მოკ­რა­ტე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ბობ მე­ნენ­დე­სი.

ლინ ტრე­ი­სი 2019 წლი­დან სომ­ხეთ­ში აშშ-ის ელ­ჩად მუ­შა­ობ­და.

2001 წლი­დან 2002 წლამ­დე იყო უფ­რო­სი მრჩე­ვე­ლი რუ­სე­თის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის ევ­რო­პი­სა და ევ­რა­ზი­ის საქ­მე­თა ბი­უ­რო­ში, რის შემ­დე­გეც ავ­ღა­ნე­თის დე­და­ქა­ლაქ ქა­ბულ­ში გა­და­ვი­და პო­ლი­ტი­კუ­რი ოფიც­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე.

ტრე­ისს უმუ­შა­ვია დიპ­ლო­მა­ტი­ურ მი­სი­ებ­ში თურ­ქმე­ნეთ­ში, ყა­ზა­ხეთ­სა და პა­კის­ტან­ში.

2008 წლის აგ­ვის­ტო­ში, პა­კის­ტან­ში, მან­ქა­ნას, რომ­ლი­თაც ის მგზავ­რობ­და, თავს და­ესხნენ და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან ეს­რო­ლეს. მან­ქა­ნა­ში მყოფ­თა­გან არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა. ერთი წლის შემ­დეგ, აშშ-ის მა­შინ­დელ­მა მდი­ვან­მა ჰი­ლა­რი კლინ­ტონ­მა ტრე­ი­სი გმი­რო­ბის­თვის და­ა­ჯილ­დო­ვა, რად­გან ის თავ­დას­ხმის დღეს­ვე და­უბ­რუნ­და სა­მუ­შა­ოს და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არ­სე­ბობ­და მისი სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის საფრ­თხე, ბო­ლომ­დე შე­ას­რუ­ლა მი­სია. იხილეთ სრულად

myquiz