"მინდა, ყოველთვის ვიღიმოდეთ, მომეცი ამის შესაძლებლობა" - უკრაინის პრეზიდეტი 45 წლის გახდა: ომში მყოფი ლიდერის დაბადების დღე | Allnews.Ge

"მინდა, ყოველთვის ვიღიმოდეთ, მომეცი ამის შესაძლებლობა" - უკრაინის პრეზიდეტი 45 წლის გახდა: ომში მყოფი ლიდერის დაბადების დღე

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტ ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის დღეს, 25 იან­ვარს და­ბა­დე­ბის დღე აქვს. ზე­ლენ­სკი 45 წლის გახ­და. მისი და­ბა­დე­ბის დღე ომი­სა და უკ­რა­ი­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, არ არის ისე­თი, რო­გო­რიც წინა წლებ­ში.

ომში მყო­ფი ლი­დე­რი მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი პო­ლი­ტი­კო­სია. მას უს­მე­ნენ და­სავ­ლუ­რი ქვეყ­ნე­ბის ლი­დე­რე­ბი, მის აზ­რებს ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ და უფრო მე­ტიც, ბევ­რი მის­გან მა­გა­ლითს იღებს იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გო­რი უნდა იყოს ლი­დე­რი, ბა­ძა­ვენ მათ შო­რის, ჩაც­მის სტი­ლი­თაც. თუკი ვინ­მე ქმნის დღეს ამინდს თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ოს პო­ლი­ტი­კა­ში, ეს ნამ­დვი­ლად არის ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი.ურ­კა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლის სიმ­პა­თი­ით სარ­გებ­ლობს და მისი რე­ი­ტინ­გი ომის შემ­დეგ უკ­რა­ი­ნა­ში კი­დევ უფრო მა­ღა­ლია. ზე­ლენ­სკის მი­იჩ­ნე­ვენ მა­მაც და ჭკვი­ან ლი­დე­რად.

zelenski-6-10-18-11-34184-1674634776.webp

რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის თვალ­ში­სა­ცე­მია, ზე­ლენ­სკი არ ჰგავს სხვა ლი­დე­რებს, რო­მელ­თა სი­ტყვით გა­მოს­ვლაც რო­გორც წესი, შაბ­ლო­ნუ­რი და უე­მო­ცოა, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის სი­ტყვე­ბი, ადა­მი­ა­ნე­ბის გუ­ლამ­დე აღ­წევს და ეს ერთ-ერთი მი­ზე­ზია, რის გა­მოც სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ ნა­წილ­ში სიმ­პა­თი­ას იწ­ვევს. გარ­და ამი­სა, ზე­ლენ­სკი ხში­რად ჩა­დის ომის ზო­ნა­ში, სამ­ხედ­რო­ებ­თან და ამით მათ უფრო მეტ მუხტს ჰმა­ტებს, აჩ­ვე­ნებს, რომ მუ­დამ მათ გვერ­დი­თაა და ისიც რი­გი­თი ჯა­რის­კა­ცია.

ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი არა­ერთ მი­ლოც­ვას იღებს მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ლი­დე­რის­გან, მხარ­დამ­ჭე­რე­ბის­გან, თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბის­გან, თუმ­ცა გან­სა­კუთ­რე­ბით ემო­ცი­უ­რი ტექ­სტი მის­მა მე­უღ­ლემ, უკ­რა­ი­ნის პირ­ველ­მა ლე­დიმ, ოლე­ნა ზე­ლენ­სკამ გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

"ხში­რად მე­კი­თხე­ბი­ან, რო­გორ შე­იც­ვა­ლეთ ბოლო ერთ წე­ლი­წად­ში და მე ყო­ველ­თვის ვპა­სუ­ხობ, - არ შევ­ცვლილ­ვართ. ის იგი­ვეა. ის არის იგი­ვე ბიჭი, რო­მე­ლიც გა­ვი­ცა­ნი ჩვიდ­მე­ტი წლის ასაკ­ში.

მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში, რა­ღაც შე­იც­ვა­ლა: ახლა გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბად იღი­მე­ბა. გი­სურ­ვებ ღი­მი­ლის მი­ზე­ზებს. და ვი­ცით ამას რა სჭირ­დე­ბა, ყვე­ლამ ვი­ცით, რა იქ­ნე­ბა ღი­მი­ლის მი­ზე­ზი.

საკ­მა­რი­სი სი­ჯი­უ­ტე გაქვს. მთა­ვა­რია, გქონ­დეს საკ­მა­რი­სი ჯან­მრთე­ლო­ბა. ჯან­მრთე­ლო­ბას გი­სურ­ვებ. მინ­და, ყო­ველ­თვის ვი­ღი­მო­დე შენ­თან ერ­თად. მო­მე­ცი ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა", - წერს ოლე­ნა ზე­ლენ­სკა.

myquiz