...და შოლცი დათანხმდა - გერმანია უკრაინას ტანკებს გაუგზავნის, ასევე აპირებს თავისი წარმოების ტანკების ექსპორტის ნებართვა სხვა ქვეყნებსაც მისცეს | Allnews.Ge

...და შოლცი დათანხმდა - გერმანია უკრაინას ტანკებს გაუგზავნის, ასევე აპირებს თავისი წარმოების ტანკების ექსპორტის ნებართვა სხვა ქვეყნებსაც მისცეს

საკ­მა­ოდ რთუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შემ­დეგ, გერ­მა­ნი­ამ, რო­გორც იქნა, მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უკ­რა­ი­ნას სა­კუ­თა­რი წარ­მო­ე­ბის ტან­კე­ბი "Leopard 2" გა­დას­ცეს. ინ­ფორ­მა­ცია ამის შე­სა­ხებ გერ­მა­ნულ­მა გა­მო­ცე­მა Spiegel-მა გა­ავ­რცე­ლა.

გა­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, გერ­მა­ნი­ის კან­ცლერ ოლაფ შოლ­ცის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, უკ­რა­ი­ნას მი­ა­წო­დე­ბენ თა­ნა­მედ­რო­ვე "Leopard-2"-ის მო­დი­ფი­კა­ცია - "2A6" - ს. ლა­პა­რა­კია ტან­კე­ბის მი­ნი­მუმ ერთი შე­ნა­ერ­თზე, რაც ნა­ტოს სტან­დარ­ტე­ბით ტექ­ნი­კის 14 ერ­თე­ულს შე­ად­გენს.

რო­გორც ირ­კვე­ვა, გერ­მა­ნია ასე­ვე აპი­რებს თა­ვი­სი წარ­მო­ე­ბის ტან­კე­ბის ექ­სპორ­ტის ნე­ბარ­თვა მის­ცეს, რო­გორც მწარ­მო­ე­ბელ­მა, სხვა ქვეყ­ნებს. უკ­რა­ი­ნის­თვის გერ­მა­ნუ­ლი ტან­კე­ბის მი­წო­დე­ბას აპი­რებ­დნენ პო­ლო­ნე­თი, ნი­დერ­ლან­დი და ეს­პა­ნე­თი, ასე­ვე იტა­ლია, და­ნია და ფი­ნე­თი.

გერ­მა­ნუ­ლი პრე­სის თა­ნახ­მად, ნი­დერ­ლან­დის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, მარკ რუ­ტემ გა­ნა­ცხა­და, რომ მისი ქვე­ყა­ნა გერ­მა­ნი­ის­გან იჯა­რით აღე­ბულ 18 თა­ნა­მედ­რო­ვე საბ­რძო­ლო, Leopard-2-ის ტი­პის ტანკს მი­აწ­ვდის უკ­რა­ი­ნას. რუ­ტეს თქმით, თუ უკე­თე­სი იქ­ნე­ბა პორ­ტუ­გა­ლი­ას­თან და ფი­ნეთ­თან ერ­თად ამის გა­კე­თე­ბა, ნი­დერ­ლან­დი თა­ნახ­მა იქ­ნე­ბა.

აღი­ნიშ­ნე­ბა, რომ ტან­კე­ბი ბუნ­დეს­ვე­რის მა­რა­გე­ბი­დან იქ­ნე­ბა მი­წო­დე­ბუ­ლი.

ამას­თა­ნა­ვე, გა­მო­ცე­მა წერს, რომ სა­შუ­ა­ლო და გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვებ­ში შე­საძ­ლოა და­მა­ტე­ბი­თი ტან­კე­ბი იქ­ნას გამ­ზა­დე­ბუ­ლი გა­საგ­ზავ­ნად იმ მა­რა­გე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც გერ­მა­ნულ მრეწ­ვე­ლო­ბას გა­აჩ­ნია.

Spiegel-ი აღ­ნიშ­ნავს, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას წინ უძღო­და მო­კავ­ში­რე­ებ­თან მრა­ვალ­დღი­ა­ნი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით აშშ-თან.

გერ­მა­ნი­ის კან­ცლე­რი ოლაფ შოლ­ცი აღ­ნიშ­ნავ­და, რომ უკ­რა­ი­ნის­თვის საბ­რძო­ლო ტან­კე­ბის გა­და­ცე­მას მხო­ლოდ სხვა ქვეყ­ნებ­თან კო­ა­ლი­ცი­ა­ში გა­ნი­ხი­ლავ­და.

ასე­ვე ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი მზად არის და­ი­წყოს პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნის­თვის M1 Abrams-ის ტან­კე­ბის გაგ­ზავ­ნას ით­ვა­ლის­წი­ნებს, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ამე­რი­კუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებს.

Associated Press-ის ცნო­ბით, ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ აშშ უკ­რა­ი­ნა­ში 30-ზე მეტ ტანკს გაგ­ზავ­ნის, სა­ვა­რა­უ­დოდ, დღეს გა­კეთ­დე­ბა.

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ ტრა­დი­ცი­ულ მი­მარ­თვა­ში გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სე­თი აგ­რე­სი­ის ახა­ლი ტალ­ღის­თვის ემ­ზა­დე­ბა და რომ მან და­ი­ნა­ხა ბევ­რი ძა­ლის­ხმე­ვა, სი­ტყვე­ბი და და­პი­რე­ბე­ბი ტან­კებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მაგ­რამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რე­ა­ლო­ბის და­ნახ­ვა.

"ეს არ ეხე­ბა 5, 10, ან 15 ტანკს. სა­ჭი­რო­ე­ბა უფრო დი­დია. ჩვენ ყო­ველ­დღი­უ­რად ვა­კე­თებთ ყვე­ლა­ფერს, რაც სა­ჭი­როა დე­ფი­ცი­ტის შე­სავ­სე­ბად და მად­ლო­ბე­ლი ვარ ყვე­ლა­სი, ვინც ამა­ში გვერ­დში გვიდ­გას. თუმ­ცა, დის­კუ­სი­ე­ბი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბით უნდა დას­რულ­დეს, ტე­რო­რის­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ჩვე­ნი თავ­დაც­ვის რე­ა­ლუ­რი გაძ­ლი­ე­რე­ბის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბით. მო­კავ­ში­რე­ებს აქვთ ტან­კე­ბის სა­ჭი­რო რა­ო­დე­ნო­ბა“, - აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ.

myquiz