რაკეტა, გაუმართაობის გამო, გაშვებიდან მალევე ჩამოვარდა, რამაც პანიკა გამოიწვია- რა ინფორმაცია ვრცელბა სამხრეთ კორეაში რაკეტების გაშვების შესახებ? | Allnews.Ge

რაკეტა, გაუმართაობის გამო, გაშვებიდან მალევე ჩამოვარდა, რამაც პანიკა გამოიწვია- რა ინფორმაცია ვრცელბა სამხრეთ კორეაში რაკეტების გაშვების შესახებ?

სამხრეთ კორეამ და შეერთებულმა შტატებმა იაპონიის ზღვაში ოთხი რაკეტა გაუშვეს.

სეულის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ, თითოეულმა ქვეყანამ აშშ-ის წარმოების ATACMS-ის მცირე რადიუსის ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.

სამხრეთ კორეის თავდაცვის უწყების განმარტებით, რაკეტების გაშვება იყო ფხენიანის მიერ საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტის გამოცდის საპასუხო ქმედება, რომელმაც იაპონიას გადაუფრინა.

სამხრეთ კორეამ ასევე გაუშვა Hyunmoo-2 რაკეტა, რომელიც გაუმართაობის გამო, გაშვებიდან მალევე ჩამოვარდა, რამაც ქალაქ კანინში პანიკა გამოიწვია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

myquiz