ალექსანდრე ლუკაშენკომ კარტოფილის ასაღებად მობილიზაცია გამოაცხადა | Allnews.Ge

ალექსანდრე ლუკაშენკომ კარტოფილის ასაღებად მობილიზაცია გამოაცხადა

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო მობილიზაციას აცხადებს, თუმცა მხოლოდ კარტოფილის ასაღებად. ინფორმაციას „ბელტა“ ავრცელებს.

ლუკაშენკო ამბობს, რომ ქვეყანას ყველა მოქალაქის მობილიზება კარტოფილის, ჭარხლის, სიმინდისა და მარცვლეულის მოსავლის ასაღებად სჭირდება.

„არ მივიღებ საუბრებს იმაზე, რომ სადღაც სანქციებია, რაღაც მობილიზაცია, ომი და კიდევ ბევრი სხვა რამეა. დაივიწყეთ ეს ყველაფერი და მიხედეთ თქვენს რაიონებს, თქვენს ხალხს. დროულად დათესეთ, ზამთარი გადააგორეთ, გუთანი მოიმარჯვეთ და მოემზადეთ საგაზაფხულო თესვისთვის,“ - განაცხადა ლუკაშენკომ რაიონული აღმასკომების ხელმძღვანელების დანშვნის დროს.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ზოგიერთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში აგრარულ სამუშაოებში სკოლის მოსწავლეების ჩართვა აკრძალულია, ლუკაშენკომ რეგიონების მმართველებს, საჭიროების შემთხვევაში, მოსავლის აღების პროცესში მოსწავლეების ჩართვისკენ მოუწოდა. განაგრძეთ კითხვა

myquiz