ვოლოდიმირ ზელენსკი არხანგელსკისა და მიროლიუბოვკის დასახლებების გათავისუფლებას ადასტურებს | Allnews.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკი არხანგელსკისა და მიროლიუბოვკის დასახლებების გათავისუფლებას ადასტურებს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხერსონის ოლქის ორი დასახლების - არხანგელსკისა და მიროლიუბოვკის გათავისუფლების შესახებ ინფორმცია ოფიციალურად დაადასტურა.

"მადლობა ჩემი მშობლიური კრივოი როგის 129-ე ბრიგადის ჯარისკაცებს, რომლებმაც გამოირჩეოდნენ კარგი შედეგებით და გაათავისუფლეს არხანგელსკი და მიროლიუბოვკა”, - განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, 1-ელ ოქტომბერს უკრაინამ დონეცკის ოლქის ქალაქი ლიმანი გაათავისუფლა, რომელიც რუსულმა ძალებმა მაისში დაიპყრეს და დონეცკის ოლქის ჩრდილოეთში ოპერაციებისთვის ლოჯისტიკურ და სატრანსპორტო ჰაბად იყენებდნენ.

myquiz