ვოლოდიმირ ზელენსკი - ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ნებისმიერი რადიაციული ინციდენტი შესაძლოა გახდეს დარტყმა ევროკავშირის ქვეყნებისთვის, თურქეთისა და საქართველოსთვის | Allnews.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკი - ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ნებისმიერი რადიაციული ინციდენტი შესაძლოა გახდეს დარტყმა ევროკავშირის ქვეყნებისთვის, თურქეთისა და საქართველოსთვის

რუსეთი არ წყვეტს შანტაჟს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურსა და მის გარშემო. ელექტროსადგურის ტერიტორიის პროვოკაციული დაბომბვა გრძელდება. ქარხნის საფარქვეშ ოკუპანტები ბომბავენ ახლომდებარე ქალაქებისა და თემებს, რუსული ძალები საბრძოლო მასალასა და აღჭურვილობას სწორედ ქარხნის ობიექტებში მალავენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის აღნიშნული ქმედებები ცხადყოფს, რომ ის უარყოფს 42 ქვეყნის მოთხოვნას, რომლებმაც რუსეთს ელექტროსადგურის ტერიტორიიდან ჯარის გაყვანისკენ მოუწოდეს.

„ეს ყველაფერი ნათლად აჩვენებს, რომ რუსეთი უარს ამბობს ევროკავშირის ქვეყნებისა და 15 სხვა ქვეყნის - სულ 42 - უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებზე, რომლებმაც მოუწოდეს რუსეთს გაეყვანა თავისი ძალები ატომური ელექტროსადგურიდან. კერძოდ, ეს ქვეყნებია : თურქეთი, საქართველო, გაერთიანებული სამეფო, კორეა, იაპონია, ავსტრალია, კანადა, ამერიკის შეერთებული შტატები“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ნებისმიერი ინციდენტი ბევრ ქვეყანაზე მოახდენს უარყოფით ზეგავლენას.

„ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ნებისმიერი რადიაციული ინციდენტი შესაძლოა გახდეს დარტყმა ევროკავშირის ქვეყნებისთვის, თურქეთისთვის, საქართველოსთვის და უფრო შორეული რეგიონების ქვეყნებისთვის. ყველაფერი დამოკიდებულია მხოლოდ ქარის მიმართულებასა და სიჩქარეზე. თუ რუსეთის ქმედებები კატასტროფას გამოიწვევს, შედეგებმა შეიძლება დააზარალოს ისინიც, ვინც აქამდე დუმს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთის შესაჩერებლად საჭიროა მის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესება.

„დისკუსიებიდან და მოწოდებებიდან რუსეთის, „როსატომისა“ და მთელი ატომური ინდუსტრიის წინააღმდეგ ახალ, მკაცრ სანქციებზე უნდა გადავიდეთ. რუსულმა ძალებმა დაუყოვნებლივ, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე უნდა დატოვონ ატომური ელექტროსადგური და მიმდებარე ტერიტორიები“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, თუ ახლა მსოფლიო არ გამოიჩენს საკმარის ძალასა და მონდომებას, დაიცვას ერთი ატომური ელექტროსადგური, ეს ნიშნავს, რომ ის წააგებს, წააგებს ტერორისტებთან და დაემორჩილება ბირთვულ შანტაჟს.

„ეს შეიძლება იყოს პრეცედენტი, რომელსაც სხვა ტერორისტები ნახავენ. ამ დამარცხების თავიდან აცილების შანსი ჯერ კიდევ არსებობს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

myquiz