„თალიბანმა“ ქაბულში ავღანელი ქალების საპროტესტო აქციის შესაჩერებლად ცეცხლი გახსნა | Allnews.Ge

„თალიბანმა“ ქაბულში ავღანელი ქალების საპროტესტო აქციის შესაჩერებლად ცეცხლი გახსნა

„თალიბანის“ მებრძოლებმა ქაბულში უფლებების დაცვის მოთხოვნის მიზნით შეკრებილი ქალების საპროტესტო აქცია დაარბიეს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ „თალიბები“ დემონსტრანტების დასაშლელად ჰაერში ისვრიან.

ისინი ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის რამდენიმე მონაწილეს და მობილური ტელეფონები წაართვეს.

მომიტინგეები სკანდირებდნენ „ „პური, სამუშაო და თავისუფლება“, მათ ხელში ეჭირათ ბანერები წარწერით : „15 აგვისტო შავი დღეა“ - იგულისხმება დღე, როდესაც თალიბებმა 2021 წელს ქაბული აიღეს.

„თალიბების“ ხელისუფლებაში დაბრუნებიდან ერთი წლის განმავლობაში, მათ გამოსცეს სხვადასხვა ბრძანება, რომელიც ზღუდავს ქალთა თავისუფლებას, მათ უმეტესობას მუშაობასა და საშუალო განათლების მიღებას უკრძალავს. ამასთან, ქალებს 45 მილზე (70 კმ) მეტ მანძილზე მამაკაცის “დაცვის“ გარეშე მგზავრობა ეკრძალებათ.

myquiz