შვედეთმა შესაძლოა უკრაინისთვის იარაღის წარმოება დაიწყოს - რა განაცხადა ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა? | Allnews.Ge

შვედეთმა შესაძლოა უკრაინისთვის იარაღის წარმოება დაიწყოს - რა განაცხადა ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა?

"ამას არ გა­მოვ­რი­ცხავ, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით ნა­ად­რე­ვია სა­უ­ბა­რი“, - გა­ნა­ცხა­და შვე­დე­თის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა, პე­ტერ ჰულთქვის­ტმა, კო­პე­ნ­ჰა­გენ­ში უკ­რა­ი­ნის მხარ­და­სა­ჭე­რად გა­მარ­თუ­ლი კონ­ფე­რენ­ცი­ის შემ­დეგ.

მისი თქმით, სლო­ვა­კეთ­მა, პო­ლო­ნეთ­მა და ჩე­ხეთ­მა უკვე გა­ნა­ცხა­დეს, რომ ია­რა­ღის წარ­მო­ე­ბა­ში დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვა შე­უძ­ლი­ათ.

"ჩვენ ვსა­უბ­რობთ სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში სა­წარ­მოო ხა­ზე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე ია­რა­ღის წარ­მო­ე­ბის­თვის, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა პირ­და­პირ მი­ე­წო­დოს უკ­რა­ი­ნას", - აღ­ნიშ­ნა მი­ნის­ტრმა.

შე­გახ­სე­ნებთ, გუ­შინ კო­პე­ნ­ჰა­გენ­ში უკ­რა­ი­ნის მხარ­და­სა­ჭე­რად დო­ნორ­თა კონ­ფე­რენ­ცია გა­ი­მარ­თა. შეხ­ვედ­რა­ზე გრძელ­ვა­დი­ა­ნი მხარ­და­ჭე­რის სამი ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბა გა­მო­იკ­ვე­თა: სამ­ხედ­რო წვრთნა, გა­ნაღმვი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი და ია­რა­ღის წარ­მო­ე­ბა.

myquiz