ყირიმის განადგურებული აეროდრომი - მედიაში თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები ვრცელდება | Allnews.Ge

ყირიმის განადგურებული აეროდრომი - მედიაში თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები ვრცელდება

ამე­რი­კულ­მა კომ­პა­ნია Planet Labs-მა ყი­რი­მის "სა­კის“ აე­როდ­რო­მის ფო­ტო­ე­ბი გა­ავ­რცე­ლა, რომ­ლე­ბიც თა­ნამ­გზავ­რი­და­ნაა გა­და­ღე­ბუ­ლი. ეს ის აე­როდ­რო­მია, სა­დაც ორი დღის წინ აფეთ­ქე­ბე­ბი მოხ­და.

ფო­ტო­ებ­ზე ასა­ხუ­ლია დამ­წვა­რი ტე­რი­ტო­რია და რამ­დე­ნი­მე გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნა­ვი.

BBC-ი წერს, რომ მი­ნი­მუმ რვა თვითმფრი­ნა­ვი, რო­გორც ჩანს, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი და გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია. ფო­ტო­ებ­ზე გარ­კვე­ვით ჩანს რამ­დე­ნი­მე კრა­ტე­რიც.

"თავ­დას­ხმა­ზე უკ­რა­ი­ნას პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არ აუ­ღია, მაგ­რამ ეს ახა­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა მი­უ­თი­თებს მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი დარ­ტყმის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე“, - წერს BBC-ი.

aerodromi2-35376-1660199772.jpg

ცნო­ბის­თვის, რუ­სე­თის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი ყი­რი­მის და­სავ­ლეთ ნა­წილ­ში მდე­ბა­რე „სა­კის“ აე­როდ­რომ­ზე 9 აგ­ვის­ტოს რამ­დე­ნი­მე აფეთ­ქე­ბა მოხ­და, რის შე­დე­გა­დაც ერთი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა.

aerodromi3-35388-1660199794.jpg

რუ­სე­თის თავ­დაც­ვის უწყე­ბის მტკი­ცე­ბით, აფეთ­ქე­ბა საბ­რძო­ლო მა­სა­ლის დე­ტო­ნა­ცი­ამ გა­მო­იწ­ვია. უკ­რა­ი­ნის სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის ცნო­ბით, აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად ცხრა რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნა­ვი გა­ნად­გურ­და. ამას­თან, გა­მო­ცე­მა Sky News-მა გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ყი­რიმ­ში მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბის უკან უკ­რა­ი­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის ძა­ლე­ბი დგას, რო­მელ­მაც სამ­ხედ­რო ავი­ა­ბა­ზა­ზე ოპე­რა­ცია ჩა­ა­ტა­რა.

myquiz