რუსები, სარაკეტო დარტყმების შიშით, ყირიმის ხიდის დაცვას უკიდურესად აძლიერებენ - რა მნიშვნელობა აქვს უკრაინისთვის ხიდის აფეთქებას? | Allnews.Ge

რუსები, სარაკეტო დარტყმების შიშით, ყირიმის ხიდის დაცვას უკიდურესად აძლიერებენ - რა მნიშვნელობა აქვს უკრაინისთვის ხიდის აფეთქებას?

გა­გი­გი­ათ 19 კმ სიგ­რძის ხი­დის ისე "შე­ნიღბვა“, რომ მო­წი­ნა­აღ­მდე­გემ ვე­ღარ "შე­ამ­ჩნი­ოს“ და ამ­ხე­ლა "მონ­სტრზე“ და­მიზ­ნე­ბუ­ლი მარ­თვა­დი რა­კე­ტე­ბი აა­ცი­ლოს?

ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, რუ­სე­თის გენშტაბ­მა, როსგვარ­დი­ას­თან ერ­თად, და­ი­წყო ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი სა­მუ­შა­ო­ე­ბი იმის­თვის, რომ ყი­რი­მის ხიდი უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის მო­რი­გი წარ­მა­ტე­ბუ­ლი სა­რა­კე­ტო დარ­ტყმე­ბის სა­მიზ­ნე არ გახ­დეს, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ბოლო დღე­ე­ბი უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით ზუს­ტი სა­რა­კე­ტო დარ­ტყმე­ბით რუ­სებს უფეთ­ქე­ბენ საბ­რძო­ლო მა­სა­ლის იმ დიდ სა­წყო­ბებს, რომ­ლე­ბიც ოკუ­პი­რე­ბუ­ლი დონ­ბა­სის სიღ­რმე­შია და აქამ­დე, 8 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, არა­ფე­რი და­მუქ­რე­ბი­ათ.

ყი­რი­მის ხი­დის ის­ტო­რია პირ­და­პირ კავ­შირ­შია 2014 წლის გა­ზა­ფხულ­ზე რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მიერ უკ­რა­ი­ნის ყი­რი­მის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლის ჯერ ოკუ­პა­ცი­ას­თან და შემ­დგომ კი - ანექ­სი­ას­თან - რუ­სეთს სას­წრა­ფოდ სჭირ­დე­ბო­და სახ­მე­ლე­თო სატ­რან­სპორ­ტო კო­მუ­ნი­კა­ცი­ის შექ­მნა ტა­მა­ნის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლი­დან ყი­რი­მის ქერ­ჩამ­დე, რათა ანექ­სი­რე­ბულ ყი­რიმ­ში დი­დძა­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლე­ბი შე­ე­ტა­ნა და უკ­რა­ი­ნა­ზე რუ­სე­თის სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბი­დან ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი თავ­დას­ხმის დროს ყი­რი­მი­და­ნაც შე­ე­ტია უკ­რა­ი­ნის სამ­ხრე­თის­თვის...

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, რუ­სე­თის გენშტა­ბის ამ გეგ­მამ, კი­ე­ვის­თვის სამ­წუ­ხა­როდ, მეტ­წი­ლად იმუ­შა­ვა და სწო­რედ ანექ­სი­რე­ბუ­ლი ყი­რი­მი­დან წარ­მა­ტე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი შე­ტე­ვე­ბის შე­დე­გად და­ე­ცა მა­რი­უ­პო­ლი, ოკუ­პი­რე­ბუ­ლია მე­ლი­ტო­პო­ლი, ბერ­დი­ანსკი, ხერ­სო­ნი და საფრ­თხე ემუქ­რე­ბა ნი­კო­ლა­ევ­სა და ოდე­სას...

31236224-168905393942482-1211332742004867072-width-1920-36657-1657096244.jpg

2016-2019 წლებ­ში აშე­ნე­ბუ­ლი ყი­რი­მის 19 კმ-იანი ხიდი, ფაქ­ტობ­რი­ვად, პა­რა­ლე­ლუ­რად მი­მა­ვალ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო და სარ­კი­ნიგ­ზო მა­გის­ტრალს წარ­მო­ად­გენს, რომ­ლის შუ­ა­ში 227 მ სიგ­რძის თა­ღია და­ტა­ნე­ბუ­ლი, რათა ხი­დის ქვეშ უპ­რობ­ლე­მოდ შეძ­ლოს გა­ცურ­ვა 35 მ სი­მაღ­ლის გემ­მა შა­ვი­დან აზო­ვის ზღვა­ში, ან - პი­რი­ქით.

ყი­რი­მის ხი­დის აგე­ბით რუ­სეთ­მა, ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩა­კე­ტა აზო­ვის ზღვა­ში შე­სას­ვლე­ლი, ხოლო მა­რი­უ­პო­ლი­სა და ბერ­დი­ანსკის და­პყრო­ბით აზო­ვის ზღვა­ზე სრუ­ლი კონ­ტრო­ლი და­ამ­ყა­რა.

ყი­რი­მის ხი­დის აფეთ­ქე­ბას უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის­თვის ორი ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნი შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს

პირ­ვე­ლი - წმინ­და სამ­ხედ­როა, რათა რუ­სეთ­მა ვე­ღარ შეძ­ლოს სარ­კი­ნიგ­ზო ეშე­ლო­ნე­ბით და­ნარ­ჩე­ნი რუ­სე­თი­დან ანექ­სი­რე­ბულ ყი­რიმ­ში მძი­მე საბ­რძო­ლო ტექ­ნი­კი­სა და სა­ჭურ­ვლის შე­ზიდ­ვა. თუმ­ცა მა­რი­უ­პო­ლი-მე­ლი­ტო­პო­ლის გზის და­პყრო­ბის შემ­დეგ რუ­სეთს ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბაც გა­უჩ­ნდა როს­ტო­ვის ოლ­ქი­დან ყი­რიმ­ში მო­სახ­ვედ­რად.

მე­ო­რე მი­ზე­ზი კი პო­ლი­ტი­კუ­რი და ამას­თა­ნა­ვე, პრო­პა­გან­დის­ტუ­ლიც შე­იძ­ლე­ბა იყოს - უკ­რა­ი­ნამ შეძ­ლო რუ­სე­თის მიერ ყი­რი­მის ანექ­სი­რე­ბის სიმ­ბო­ლოს - ყი­რი­მის ხი­დის აფეთ­ქე­ბა... გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

myquiz