რა არის ცნობილი 22 წლის თავდამსხმელზე, რომელმაც აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს სისხლისღვრა მოაწყო | Allnews.Ge

რა არის ცნობილი 22 წლის თავდამსხმელზე, რომელმაც აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს სისხლისღვრა მოაწყო

ილი­ნო­ი­სის შტატ­ში, აშშ-ის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღის აღ­ლუმ­ზე მა­სობ­რივ სრო­ლას 6 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა

აშშ-ს პო­ლი­ცი­ამ, ჰა­ი­ლენ­დის პარკში, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღის აღ­ლუმ­ზე მომ­ხდარ მა­სობ­რივ სრო­ლა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი და­ა­კა­ვა. თავ­დას­ხმას 6 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა.

შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი მიმ­დე­ბა­რე მა­ღა­ზი­ის სა­ხუ­რავ­ზე ავი­და და იქი­დან ეს­რო­და აღ­ლუმ­ზე მყოფ მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას. ბრალ­დე­ბუ­ლი 22 წლის რო­ბერტ ე კრი­მო III, პო­ლი­ცი­ამ მა­ლე­ვე და­ა­კა­ვა. ჯერ­ჯე­რო­ბით, კრი­მოს თავ­დას­ხმის მო­ტი­ვი უც­ნო­ბია.

290005126-358356386370092-8908803593270488496-n-45656-1657023612.jpg

რო­ბერტ ე კრი­მო III

თავ­დამ­სხმელ­მა სრო­ლა ქა­ლაქ ჩი­კა­გოს­თან ახ­ლოს, აღ­ლუ­მის და­წყე­ბი­დან სულ რა­მო­დე­ნი­მე წუთ­ში და­ი­წყო და დღე, რო­მე­ლიც მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­სი­ხა­რუ­ლო უნდა ყო­ფი­ლი­ყო, სულ მალე უბე­დუ­რე­ბის დღედ იქცა.

ხალ­ხი ჩან­თებს, პლე­დებ­სა და სხვა ნივ­თებს იქვე ტო­ვებ­და და თავ­დას­ხმის ად­გი­ლი­დან სწრა­ფად გაც­ლას ცდი­ლობ­და.

5 ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი ად­გილ­ზე­ვე და­ი­ღუ­პა, მე­ექ­ვსე და­შა­ვე­ბუ­ლი კი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა. სრო­ლის შე­დე­გად, 20-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­შავ­და. ერთ-ერთი მსხვერ­პლი 70 წლის ნი­კო­ლას ტო­ლე­დოა, რო­მე­ლიც აღ­ლუმ­ზე მხო­ლოდ იმი­ტომ იმ­ყო­ფე­ბო­და, რომ მის ოჯახს ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ტო­ვე­ბა არ სურ­და, ასა­კო­ვან მა­მა­კაცს კი სახ­ლში მარ­ტოს ვერ და­ტო­ვებ­დნენ. მთე­ლი ოა­ჯხი გა­ოგ­ნე­ბუ­ლი იყო მო­უ­ლოდ­ნე­ლი თავ­დას­ხმით.

291654730-1199881723921403-4282444832772728824-n-45728-1657023660.jpg

ერთ-ერთი მოწ­მე, ნოელ ჰარა კი ყვე­ბა, რო­გორ და­ტო­ვა ვაჟი აღ­ლუმ­ზე და თვი­თონ სა­სა­უზ­მოდ "სტარ­ბაქსში“ წა­ვი­და. სწო­რედ იქ ყოფ­ნი­სას გა­ი­გო რაც ხდე­ბო­და:

"და­ახ­ლო­ე­ბით, 30 ადა­მი­ა­ნი შე­მოც­ვივ­და ყვი­რი­ლით და ყვე­ლა­ნი სა­პირ­ფა­რე­შო­ში ჩა­ვი­კე­ტეთ. გაკ­ვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ, "სტარ­ბაქ­სი­დან" ყვე­ლა გა­რეთ გაგ­ვიყ­ვა­ნეს, რად­გან ეგო­ნათ, თავ­დამ­სხმე­ლი უკა­ნა კა­რი­დან ცდი­ლობ­და შე­მოს­ვლას“, - ამ­ბობს ნოელ ჰარა BBC-სთან.

პრე­ზი­დენ­ტი ჯო ბა­ი­დე­ნი აცხა­დებს, რომ "შოკ­შია მომ­რავ­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვე­ბის გამო." ილი­ნო­ი­სის გუ­ბერ­ნა­ტო­რი, რო­ბერტ ფიც­კე­რი კი შიშს გა­მოთ­ქვამს, რომ მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი "ამე­რი­კუ­ლი ტრა­დი­ცია ხდე­ბა."

პრე­ზი­დენ­ტმა ბა­ი­დენ­მა ფიცი დადო, რომ ქვე­ყა­ნა­ში "ია­რა­ღით ძა­ლა­დო­ბის ეპი­დე­მი­ას­თან“ ბრძო­ლას გა­აგ­რძე­ლებს. წინა კვი­რას მან ია­რა­ღის უსაფრ­თხო­ე­ბის შე­სა­ხებ ფე­დე­რა­ლურ კა­ნონპ­რო­ექტს მო­ა­წე­რა ხელი. კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, ია­რა­ღის შე­ძე­ნა­ზე ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის უფრო მკაც­რი კონ­ტრო­ლი და­წეს­დე­ბა.

ხოლო იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც სა­ეჭ­ვო­ნი არი­ან, სა­ხელ­მწი­ფო თა­ვად ჩა­მო­არ­თმევს ია­რაღს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, კრი­ტი­კო­სე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ ეს ზო­მე­ბი არაა საკ­მა­რი­სი პრობ­ლე­მის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად.

myquiz