მექსიკის პატარა ქალაქის მერმა 7 წლის ალიგატორზე იქორწინა - რა სიმბოლური დატვირთვა აქვს საუკუნოვან ტრადიციას? | Allnews.Ge

მექსიკის პატარა ქალაქის მერმა 7 წლის ალიგატორზე იქორწინა - რა სიმბოლური დატვირთვა აქვს საუკუნოვან ტრადიციას?

ექ­სი­კის პა­ტა­რა ქა­ლა­ქის მერ­მა, ტრა­დი­ცი­ის თა­ნახ­მად, ალი­გა­ტორ­ზე იქორ­წი­ნა. ფე­რა­დი ცე­რე­მო­ნია ტრა­დი­ცი­უ­ლი მუ­სი­კის თან­ხლე­ბით ჩა­ტარ­და. სან პედ­რო ჰუ­ა­მე­ლუ­ლას მერ­მა, ვიქ­ტორ ჰი­უ­გო სო­სამ, ქორ­წი­ლის დროს, არა­ერ­თხელ აკო­ცა პა­ტარ­ძალ ალი­გა­ტორს, რომ­ლის დინ­გიც მჭიდ­როდ იყო აკ­რუ­ლი, რომ არა­სა­სურ­ვე­ლი კბე­ნა თა­ვი­დან აე­ცი­ლე­ბი­ნათ.

ასე­თი რი­ტუ­ა­ლუ­რი ქორ­წი­ლე­ბი ქრის­ტე­შო­ბამ­დე 1800-300 წწ. თა­რიღ­დე­ბა. ეს ტრა­დი­ცია ოა­ხა­კას შტა­ტის ჩონ­ტა­ლის და ჰუ­ა­ვის ძი­რძველ თე­მებ­ში იყო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის­თვის ბუ­ნე­ბის სი­კე­თე­ე­ბის­თვის ლოც­ვა­სა­ვით იყო.

"ამ­გვა­რი რი­ტუ­ა­ლით ბუ­ნე­ბას წვი­მას, მდი­ნა­რე­ში თევ­ზე­ბის სიმ­რავ­ლეს და საკ­მა­რი­სი საკ­ვე­ბის მო­ცე­მას ვთხოვთ",- თქვა სო­სამ, ოა­ხა­კას მე­თევ­ზე­თა პა­ტა­რა სოფ­ლის მერ­მა.

z2dhbnm2rnn6fn3pylrfcuskjy-55698-1656954452.jpg

ოა­ხა­კა, მექ­სი­კის სამ­ხრეთ­ში მდე­ბა­რე­ობს და ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე ძი­რძვე­ლი კულ­ტუ­რი­თაა მდი­და­რი, რო­მე­ლიც დღემ­დე შე­ი­ნარ­ჩუ­ნა აქა­ურ­მა ხალ­ხმა. ალი­გა­ტორ­თან ქორ­წი­ნე­ბის უძ­ვე­ლე­სი ტრა­დი­ცია ახლა კა­თო­ლი­კურ წეს-ჩვე­ლე­ბას­თან არის შერ­წყმუ­ლი და ქვე­წარ­მავ­ლის თეთრ სა­ქორ­წი­ნო კა­ბა­ში და სხვა ფე­რად მორ­თუ­ლო­ბებ­ში გა­მო­წყო­ბას გუ­ლის­ხმობს.

7 წლის ალი­გა­ტო­რი, რო­მელ­საც პა­ტა­რა პრინ­ცე­სად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ, დე­და­მი­წის ღვთა­ე­ბად მი­იჩ­ნე­ვა და მისი ად­გი­ლობ­რივ ლი­დერ­თან ქორ­წი­ნე­ბა, ადა­მი­ა­ნის ღვთა­ებ­რივ­თან შე­ერ­თე­ბის სიმ­ბო­ლოა. განაგრძეთ კითხვა

myquiz