"რიტორიკული თამაშები სახიფათოა" - რუსეთი დასავლეთს აფრთხილებს: რა ხდება კალინინგრადის ბლოკირების საკითხზე? | Allnews.Ge

"რიტორიკული თამაშები სახიფათოა" - რუსეთი დასავლეთს აფრთხილებს: რა ხდება კალინინგრადის ბლოკირების საკითხზე?

რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე სერ­გეი რი­ა­ბკოვ­მა და­სავ­ლე­თი გა­აფრ­თხი­ლა, რომ ლი­ე­ტუ­ვა­სა და რუ­სეთს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბის დროს, ნატო-ს მე-5 მუხ­ლის ორ­მხრი­ვი თავ­დაც­ვის პუნ­ქტის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი შე­წყვი­ტონ.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მე­დი­ა­ში ვრცელ­დე­ბა.

"რუ­სეთ­თან კონ­ფლიქ­ტის თე­მის შე­სა­ხებ რი­ტო­რი­კუ­ლი თა­მა­შე­ბი სა­ხი­ფა­თოა", - გა­ნა­ცხა­და რი­ა­ბკოვ­მა

რი­ა­ბკო­ვის გან­ცხა­დე­ბა მოჰ­ყვა აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის პრესს­პი­კე­რის, ნედ პრა­ი­სის პა­სუხს კი­თხვა­ზე, უჭერს თუ არა შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი მხარს ლი­ე­ტუ­ვას, რუ­სე­თის მხრი­დან რა­ი­მე საფრ­თხის შემ­თხვე­ვა­ში, რა­ზეც ნედ პრა­ის­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ლი­ე­ტუ­ვა არის ნატო-ს წევ­რი და მას მხარს უჭე­რენ.

"ეს მო­ი­ცავს, რა თქმა უნდა, ვალ­დე­ბუ­ლე­ბას მე-5 მუხ­ლის მი­მართ, რო­მე­ლიც ნატო-ს ალი­ან­სის სა­ფუძ­ვე­ლია. ჩვენ მხარს ვუ­ჭერთ ნატო-ს, ჩვენს ნა­ტო­ელ მო­კავ­ში­რე­ებს და ჩვენ მხარს ვუ­ჭერთ ლი­ე­ტუ­ვას", - აღ­ნიშ­ნა ნედ პრა­ის­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, 18 ივ­ნისს, ლი­ე­ტუ­ვის რკი­ნიგ­ზამ სა­კუ­თარ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კა­ლი­ნინ­გრა­დის­კენ რუ­სე­თის იმ ტვირ­თე­ბის გა­ტა­რე­ბა შე­წყვი­ტა, რომ­ლებ­ზეც ევ­რო­კავ­ში­რის სან­ქცი­ე­ბი ვრცელ­დე­ბა.ლი­ე­ტუ­ვამ გა­და­კე­ტა დე­რე­ფა­ნი, რო­მე­ლიც რუ­სეთს აკავ­ში­რებს მი­სი­ვე ევ­რო­პულ ანკლავ­თან - კა­ლი­ნინ­გრა­დის ოლ­ქთან, რო­მე­ლიც ლი­ე­ტუ­ვა­სა და პო­ლო­ნეთს ესა­ზღვრე­ბა. ცნო­ბი­ლია, რომ ევ­რო­კავ­ში­რის აკ­რძალ­ვა რუ­სე­თის რე­გი­ო­ნე­ბი­დან კა­ლი­ნინ­გრად­ში მი­მა­ვა­ლი ტვირ­თე­ბის თით­ქმის 50%-ზე ვრცელ­დე­ბა.