გერმანიიდან გაგზავნილი მძიმე იარაღი უკრაინაში ჩავიდა | Allnews.Ge

გერმანიიდან გაგზავნილი მძიმე იარაღი უკრაინაში ჩავიდა

გერმანიის მიერ გაგზავნილი თვითმავალი ჰაუბიცები, PzH 2000, უკრაინაში ჩავიდა. მაისში გერმანიამ პირობა დადო, რომ ნიდერლანდების მიერ უკრაინისთვის დაპირებულ 5 ჰაუბუცას შვიდ საარტილერიო სისტემას დაუმატებდა და უკრაინაში გაგზავნიდა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა გერმანელ კოლეგას, კრისტინე ლამბრეხტს და ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრს, კაისა ოლონგრენს გაგზავნილი იარაღისთვის მადლობა გადაუხადა.

„Panzerhaubitze 2000 უკრაინული არტილერიის 155 მმ-იანი ჰაუბიცის არსენალის ნაწილი გახდა“, - წერს რეზნიკოვი „ტვიტერზე“.

მისი თქმით, PzH 2000-ის მიწოდება უკრაინის მხარდასაჭერად საერთაშორისო თანამშრომლობის მაგალითია.

ცნობისათვის, Panzerhaubitze 2000 გერმანიის სამხედრო მარაგში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საარტილერიო იარაღია. ჰაუბიცებს შეუძლიათ 40 კილომეტრამდე მანძილზე მდებარე სამიზნეების დაარტყან.