"რუსეთის ტერიტორიაზე ფარული მობილიზაცია გრძელდება - ვორონეჟში რეზერვისტების წვრთნა მიმდინარეობს" - რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის გენშტაბი? | Allnews.Ge

"რუსეთის ტერიტორიაზე ფარული მობილიზაცია გრძელდება - ვორონეჟში რეზერვისტების წვრთნა მიმდინარეობს" - რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის გენშტაბი?

რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ფა­რუ­ლი მო­ბი­ლი­ზა­ცია გრძელ­დე­ბა. მტე­რი აგ­რძე­ლებს მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი ია­რა­ღი­სა და სამ­ხედ­რო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის სა­წყო­ბე­ბი­დან ამო­ღე­ბას. ვო­რო­ნე­ჟის ოლ­ქის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რე­ზერ­ვის­ტე­ბის წვრთნა მიმ­დი­ნა­რე­ობს, - უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ ქვეყ­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის ან­გა­რიშ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

მა­თი­ვე ცნო­ბით, გა­სუ­ლი დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში, სლო­ვი­ანსკის მი­მარ­თუ­ლე­ბით მტრის ძი­რი­თა­დი ძა­ლის­ხმე­ვა მი­მარ­თუ­ლი იყო და­კა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე, და­ნა­კარ­გე­ბი­სა და მა­რა­გე­ბის შევ­სე­ბა­ზე, ასე­ვე შე­ტე­ვის გა­ნახ­ლე­ბის­თვის პი­რო­ბე­ბის შექ­მნა­ზე.

"მტერ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა სა­მო­ქა­ლა­ქო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­არ­ტი­ლე­რიო და­ბომბვა სტუ­დე­ნო­კის, სვი­ა­ტო­ჰირსკის, ბოჰო­რო­დიჩ­ნის, კარ­ნა­უ­ხივ­კა­სა და ვირ­ნო­პი­ლი­ას და­სახ­ლე­ბებ­ში. რუ­სე­თის არ­მი­ის სა­ა­ვი­ა­ციო ძა­ლებ­მა გა­ნაგ­რძეს შე­ტე­ვა დოვ­გენ­კეს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

დო­ნეც­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მტე­რი ახორ­ცი­ე­ლებს აქ­ტი­ურ შე­ტე­ვი­თი ოპე­რა­ცი­ებს, აგ­რძე­ლებს ჩვე­ნი ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ცე­ცხლის გახ­სნას კონ­ტაქ­ტის ხა­ზის გას­წვრივ.

ლი­მა­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მტე­რი გა­ნაგ­რძობ­და ნაღმტყორ­ცნე­ბით და მრა­ვალ­ჯე­რა­დი სა­რა­კე­ტო სის­ტე­მით ოზერ­ნე­სა და დიბ­რო­ვას რა­ი­ო­ნე­ბის და­ბომბვას. ის ცდი­ლობს ფე­ხის მო­კი­დე­ბას ლი­მა­ნის და­სახ­ლე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

სე­ვე­რო­დო­ნეც­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით, არ­ტი­ლე­რი­ის მხარ­და­ჭე­რით, მტერ­მა ჩა­ა­ტა­რა თავ­დას­ხმის ოპე­რა­ცი­ე­ბი სე­ვე­რო­დო­ნეც­კის, ოს­კო­ლო­ნივ­კა­სა და ტოშ­კივ­კას და­სახ­ლე­ბე­ბის ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, მაგ­რამ წარ­მა­ტე­ბას ვერ მი­აღ­წი­ამ და­ნა­კარ­გე­ბი გა­ნი­ცა­და და ადრე და­კა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბის­კენ და­ი­ხია.

მტე­რი ცდი­ლობს, წარ­მა­ტე­ბა მო­ი­პო­ვოს ბახ­მუ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მი­აღ­წი­ოს ჩვე­ნი ჯა­რე­ბის ზურ­გის მხა­რეს და მო­შა­ლოს ლო­ჯის­ტი­კა.

მტე­რი ნაღმტყორ­ცნე­ბი­სა და სა­არ­ტი­ლე­რიო ცე­ცხლის მხარ­და­ჭე­რით ახორ­ცი­ე­ლებ­და თავ­დას­ხმის ოპე­რა­ცი­ებს ნა­ჰირ­ნეს, ვა­სი­ლივ­კას, კო­მი­შუ­ვა­ხა­სა და ვიდ­რო­ჟე­ნას და­სახ­ლე­ბე­ბის რა­ი­ო­ნებ­ში, მაგ­რამ წარ­მა­ტე­ბას ვერ მი­აღ­წია.

ავ­დი­ივ­კას მი­მარ­თუ­ლე­ბით, მო­წი­ნა­აღ­მე­გემ არ­ტი­ლე­რია გა­მო­ი­ყე­ნა სა­მო­ქა­ლა­ქო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის წი­ნა­აღ­მდეგ ნო­ვო­ბაჰ­მუ­ტივ­კას, ნო­ვო­სე­ლივ­კა დრუ­ჰას, ვე­სე­ლეს, ავ­დი­ივ­კას, პის­კის და კრას­ნოჰო­რივ­კას და­სახ­ლე­ბებ­ში.

სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმე­ბი მი­ა­ყე­ნა სა­მო­ქა­ლა­ქო ინფრას­ტრუქ­ტუ­რას ია­კოვ­ლივ­კას, ავ­დი­ივ­კას, ვე­სე­ლი­სა და კა­მი­ან­კას ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე. ნო­ვო­პავ­ლივსკის და ზა­პო­რი­ჟი­ეს მი­მარ­თუ­ლე­ბით, მტერ­მა ცე­ცხლი გა­უხ­სნა სა­მო­ქა­ლა­ქო ინფრას­ტრუქ­ტუ­რას ვრე­მივ­კას, პოლ­ტავ­კას, ჩერ­ვო­ნეს, ჰუ­ლი­ა­ი­პო­ლეს, ორი­ხი­ვის, კა­მი­ანსკეს და სხვა და­სახ­ლე­ბებ­ში.

უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, მტერ­მა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ნა­კარ­გე­ბი გა­ნი­ცა­და და უკან და­ი­ხია ნო­ვო­პო­ლი­სა და ნო­ვო­და­რივ­კას და­სახ­ლე­ბე­ბის რა­ი­ო­ნებ­ში“, - აცხა­დე­ბენ გენშტაბ­ში.

მა­თი­ვე ცნო­ბით, უკ­რა­ი­ნელ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა, ბოლო 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, დო­ნეც­კი­სა და ლუ­განსკის მი­მარ­თუ­ლე­ბით მტრის 8 შე­ტე­ვა მო­ი­გე­რი­ეს. გა­ა­ნად­გუ­რეს 5 ტან­კი, 10 ერ­თე­უ­ლი ჯავ­შან­ტექ­ნი­კა და მტრის 4 მან­ქა­ნა. სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის ნა­წი­ლებ­მა გა­ა­ნად­გუ­რეს „ორ­ლან-10“ ტი­პის უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტი.

გენშტა­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად გა­ნად­გურ­და მო­წი­ნა­აღ­მდე­გის ტაქ­ტი­კუ­რი ასე­უ­ლის ჯგუ­ფი ტექ­ნი­კი­თა და ცო­ცხა­ლი ძა­ლით. ხარ­კო­ვის ოლ­ქში კი უკ­რა­ი­ნელ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა „კა-52“ტი­პის საბ­რძო­ლო ვერ­ტმფრე­ნი ჩა­მო­აგ­დეს.

myquiz