ამერიკული "ჯაველინები", ბრიტანული რაკეტები, თურქული დრონები და რაც მთავარია, მოტივირებული ჯარი - როგორია უკრაინული თავდაცვა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ? | Allnews.Ge

ამერიკული "ჯაველინები", ბრიტანული რაკეტები, თურქული დრონები და რაც მთავარია, მოტივირებული ჯარი - როგორია უკრაინული თავდაცვა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ?

"ომის ზღვარ­ზე" - ასე უწო­დე­ბენ უკ­რა­ი­ნა­სა და რუ­სეთს შო­რის ამ წუ­თის­თვის არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას. და­ძა­ბუ­ლო­ბა ორ ქვე­ყა­ნას შო­რის ყო­ველ დღე მა­ტუ­ლობს. 2014 წლის რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ინ­ტერ­ვენ­ცი­ის შემ­დეგ, უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­იც­ვა­ლა, უფრო გაძ­ლი­ერ­და, გა­უმ­ჯო­ბეს­და და რო­გორც france24 წერს, მან ნატო-ს წევ­რი ქვეყ­ნე­ბის­გან "ცო­ტა­ზე უფრო მეტი დახ­მა­რე­ბა მი­ი­ღო."

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა, ჯო ბა­ი­დენ­მა მკა­ფი­ოდ თქვა, რომ რუ­სუ­ლი არ­მი­ის უკ­რა­ი­ნა­ში ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მით "შეჭ­რას" მოჰ­ყვე­ბა შე­სა­ბა­მი­სი პა­სუ­ხი აშშ-სგან. ბა­ი­დე­ნის თქმით, ვა­შინგტო­ნი გა­ნაგ­რძობს ზე­წო­ლას, მან­ვე გა­აფრ­თხი­ლა მოს­კო­ვი, რომ "პა­სუ­ხი იქ­ნე­ბა მკაც­რი".

ukraina2-58917-1643185384.jpg

უკ­რა­ი­ნის მხარ­და­სა­ჭე­რად კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გა უკვე დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა. ქვეყ­ნის მთავ­რო­ბის გან­ცხა­დე­ბით, ბრი­ტა­ნე­თი უკ­რა­ი­ნას, თავ­დაც­ვის მიზ­ნით, უგ­ზავ­ნის სამ­ხედ­რო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბას. ძი­რი­თა­დად მცი­რე რა­დი­უ­სის ტანკსა­წი­ნა­აღ­მდე­გო რა­კე­ტებს.

თა­ვის მხრივ, უკ­რა­ი­ნის მხა­რე მო­სამ­ზა­დებ­ლად უფრო და უფრო სწრაფ ქმე­დე­ბებ­ზე გა­და­ვი­და მას შემ­დეგ, რაც აშშ-ის შე­ფა­სე­ბით, რუ­სეთ­მა და­ახ­ლო­ე­ბით, 100 000 ჯა­რის­კა­ცი გა­ნა­თავ­სა უკ­რა­ი­ნის აღ­მო­სავ­ლეთ სა­ზღვრის გას­წვრივ.

"გა­სულ ოთხშა­ბათს რუ­სეთ­ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ მათ ბე­ლა­რუს­ში წვრთნე­ბის­თვის სამ­ხედ­რო ნა­წი­ლე­ბი გაგ­ზავ­ნეს. ეს კი რუ­სეთს შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს, შე­ტე­ვა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს უკ­რა­ი­ნა­ზე ჩრდი­ლო­ე­თის, აღ­მო­სავ­ლე­თი­სა და სამ­ხრე­თის მხრი­დან. ამ ამ­ბი­დან 24 სა­ა­თის შემ­დეგ, რუ­სეთ­მა კი­დევ ერთი ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ქვე­ყა­ნა გეგ­მავს სამ­ხედ­რო წვრთნე­ბი ჩა­ა­ტა­როს ატ­ლან­ტის, წყნა­რი ოკე­ა­ნის, არ­ქტი­კი­სა და ხმელ­თა­შუა ზღვის წყლებ­ში, რაც მო­ი­ცავს 140-ზე მეტი სამ­ხედ­რო გე­მი­სა და ხო­მალ­დის გან­ლა­გე­ბას", - წერს france24.

antisarketo-58999-1643185435.jpg

ყო­ვე­ლი­ვეს პა­რა­ლე­ლუ­რად მოს­კო­ვი აგ­რძე­ლებს იმის მტკი­ცე­ბას, რომ არ აპი­რებს უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რას და ამავდრო­უ­ლად, დე­ეს­კა­ლა­ცი­ის სა­ნაც­ვლოდ, მო­ი­თხოვს, უკ­რა­ი­ნა ნატო-ს წევ­რი არ გახ­დეს.

ამავდრო­უ­ი­ლად, აშშ-მა მწვა­ნე შუქი აუნ­თო ბალ­ტი­ის­პი­რა ქვეყ­ნებს - ეს­ტო­ნეთს, ლატ­ვი­ა­სა და ლი­ე­ტუ­ვას, შე­ი­ტა­ნონ ამე­რი­კუ­ლი წარ­მო­ე­ბის ია­რა­ღი უკ­რა­ი­ნა­ში. ლი­ე­ტუ­ვის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ა­დას­ტუ­რა, რომ მისი ქვე­ყა­ნა უგ­ზავ­ნის უკ­რა­ი­ნას თავ­დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბებს რუ­სუ­ლი აგ­რე­სი­ის შე­კა­ვე­ბის მიზ­ნით. განაგრძეთ კითხვა

myquiz