გერმანელმა ვიცე-ადმირალმა არ იცოდა, რომ კონფიდენციალური შეხვედრა ვიდეოკამერით იწერებოდა - რა თქვა შიონბახმა ისეთი, რის გამოც გადადგომა მოუწია? | Allnews.Ge

გერმანელმა ვიცე-ადმირალმა არ იცოდა, რომ კონფიდენციალური შეხვედრა ვიდეოკამერით იწერებოდა - რა თქვა შიონბახმა ისეთი, რის გამოც გადადგომა მოუწია?

"დო­ი­ჩე ვე­ლეს" (DW) ცნო­ბით, გერ­მა­ნი­ის სა­ზღვაო ძა­ლე­ბის სარ­და­ლი, ვიცე-ად­მი­რა­ლი კაი-ახიმ ში­ონ­ბა­ხი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გა. პო­ზი­ცია ად­მი­რალ­მა მას შემ­დეგ და­ტო­ვა, რაც მისი გან­ცხა­დე­ბა პუ­ტინ­თან, ყი­რიმ­თან და ანექ­სი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გავ­რცელ­და.

"მე ვთხო­ვე თავ­დაც­ვის მი­ნისტრს ქრის­ტი­ნე ლამ­ბრეხტს, გა­ვე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნე ჩემი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის­გან და­უ­ყოვ­ნებ­ლივ“, - გა­ნა­ცხა­და ვიცე-ად­მი­რალ­მა კაი-ახიმ ში­ონ­ბახ­მა. მი­ნის­ტრმა მისი მო­თხოვ­ნა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, ინ­დო­ეთ­ში ვი­ზი­ტი­სას, პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე კაია ახიმ ში­ონ­ბახ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ პუ­ტი­ნი პა­ტი­ვის­ცე­მას იმ­სა­ხუ­რებს.

"ად­ვი­ლია ის პა­ტი­ვის­ცე­მა მივ­ცეთ, რო­მელ­საც ითხოვს და რო­მელ­საც, სა­ვა­რა­უ­დოდ, მარ­თლაც იმ­სა­ხუ­რებს“, - აღ­ნიშ­ნა სარ­დალ­მა და დას­ძი­ნა, რომ რუ­სე­თი ძვე­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ქვე­ყა­ნაა.

გერ­მა­ნი­ის მთავ­რო­ბამ აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბაც გა­ავ­რცე­ლა. მათი თქმით, ისი­ნი სა­ზღვაო ძა­ლე­ბის ვიცე-ად­მი­რა­ლის გან­ცხა­დე­ბას არ ეთან­ხმე­ბი­ან. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვიცე-ად­მი­რა­ლის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს პო­ზი­ცი­ას არ გა­მო­ხა­ტავს.

მომ­ხდა­რის გარ­შე­მო გა­მოხ­მა­უ­რე­ბა არ წყდე­ბა გერ­მა­ნულ პრე­სა­ში.

გა­ზეთ "ბერ­ლი­ნერ ცა­ი­ტუნ­გში“ (Berliner Zeitung) გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში, სა­თა­უ­რით: "რა თქვა სი­ნამ­დვი­ლე­ში ვიცე-ად­მი­რალ­მა ში­ონ­ბახ­მა“ (ავ­ტო­რი - მი­ხა­ელ მა­ი­ე­რი), ვკი­თხუ­ლობთ:

"გერ­მა­ნი­ის სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო ფლო­ტის სარ­დლი­სათ­ვის ის პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბი და გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ერ­თა­შო­რი­სო გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის ირ­გვლივ მის­მა გა­მო­ნათ­ქვა­მებ­მა გა­მო­იწ­ვია, ალ­ბათ, მოწ­მენ­დი­ლი ცი­დან მე­ხის და­ცე­მას ჰგავ­და.

კაი-ახიმ ში­ონ­ბახს - ბოლო დრომ­დე სავ­სე­ბით სა­მა­გა­ლი­თო ოფი­ცერს, რო­მელ­მაც სამ­ხედ­რო კა­რი­ე­რა ბუნ­დეს­ვე­რის ლე­გენ­და­რუ­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი ისნ­პექ­ტო­რის ვოლ­ფგანგ შნა­ი­დერ­ბა­ხის ადი­უ­ტან­ტის რან­გში და­ი­წყო, 21 იან­ვარს, ინ­დო­ეთ­ში ყოფ­ნის დროს, ნიუ-დე­ლის თავ­დაც­ვი­თი კვლე­ვე­ბის და ანა­ლი­ზის ინ­სტი­ტუ­ტში გა­მარ­თუ­ლი კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი შეხ­ვედ­რი­სას ჰკი­თხეს, თუ რო­გორ აფა­სებ­და იგი ევ­რო­პულ სი­ტუ­ა­ცი­ას რუ­სე­თი­სა და ნა­ტოს ურ­თი­ერ­თო­ბის ფონ­ზე.

ვიცე-ად­მი­რალ­მა, რო­გორც ჩანს, არ იცო­და, რომ მისი კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი სა­უ­ბა­რი ვი­დე­ო­კა­მე­რით იწე­რე­ბო­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მისი ნათ­ქვა­მის და­ახ­ლო­ე­ბით ორ­წუ­თი­ა­ნი ფრაგ­მენ­ტი ტვი­ტერ­ში გა­მოჩ­ნდა, ორი­ო­დე სა­ა­თის შემ­დეგ კი, შა­ბათს, გერ­მა­ნულ და სა­ერ­თა­შო­რი­სო მა­ს­მე­დი­ა­ში "გრი­გა­ლი ამო­ვარ­და“ - ყვე­ლა დო­ნი­სა და ყვე­ლა მრწამ­სის მქო­ნე პო­ლი­ტი­კო­სე­ბი მის გა­დად­გო­მას მო­ი­თხოვ­დნენ. კაი-ახიმ ში­ონ­ბა­ხი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და მათი სურ­ვი­ლი შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა - თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გო­მა გა­მო­ა­ცხა­და და თხოვ­ნით მი­მარ­თა თავ­დაც­ვის მი­ნისტრს და­ე­დას­ტუ­რე­ბი­ნა მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

რა თქვა ვიცე-ად­მი­რალ­მა, რა­მაც ასე­თი ხმა­უ­რი გა­მო­იწ­ვია?მისი თქმით:

ყო­ველ სუ­ვე­რე­ნულ ქვე­ყა­ნას აქვს უფ­ლე­ბა ნა­ტოს წევ­რი გახ­დეს, თუ ის ევ­რო­კავ­ში­რის დე­მოკ­რა­ტი­ულ სტან­დარ­ტებს შე­ე­სა­ბა­მე­ბა. "რუ­სეთს ვე­ტოს უფ­ლე­ბა არა­სო­დეს არ უნდა ჰქონ­დეს“. შვე­დეთ­მა და ფი­ნეთ­მა ნა­ტო­ში წევ­რო­ბის სურ­ვი­ლი რომ გა­მო­ხა­ტონ, მათი სურ­ვი­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ არა­ვი­თა­რი მი­ზე­ზი არ არ­სე­ბობს. სა­ქარ­თვე­ლომ წევ­რო­ბი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბი დიდი ხა­ნია შე­ას­რუ­ლა, მაგ­რამ მისი ალი­ან­სში მი­ღე­ბა ამ ეტაპ­ზე "გო­ნივ­რუ­ლი არ იქ­ნე­ბო­და“. უკ­რა­ი­ნა კი პი­რი­ქით, ნა­ტო­ში მი­ღე­ბის პი­რო­ბებს არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს - იმი­ტომ, რომ ამ ქვეყ­ნის ნა­წი­ლი, კონ­კრე­ტუ­ლად დონ­ბა­სი, სხვა ქვეყ­ნის, კონ­კრე­ტუ­ლად რუ­სე­თის არ­მი­ის ნა­წი­ლე­ბით არის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი, რომ­ლებ­საც რუ­სეთ­ში მო­ლაშ­ქრე­ე­ბად მი­იჩ­ნე­ვენ. ვიცე-ად­მი­რალს არ სჯე­რა, რომ პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი უკ­რა­ი­ნა­ში "შე­იჭ­რე­ბა“ მი­წის "მცი­რე მო­ნაკ­ვე­თის“ გამო, ამი და­ჯე­რე­ბა "უაზ­რო­ბა“ იქ­ნე­ბო­და.

კაი-ახიმ ში­ონ­ბა­ხის თქმით, "ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი, რო­მელ­საც წინ უნდა აღ­ვუდ­გეთ, სარ­გებ­ლობს სი­ტუ­ა­ცი­ით და ევ­რო­პა­ში გან­ხეთ­ქი­ლე­ბის შე­ტა­ნას ცდი­ლობს“. ვიცე-ად­მი­რა­ლი აგ­რძე­ლებს:

"ყი­რი­მის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლი უკ­რა­ი­ნას უკან აღარ და­უბ­რუნ­დე­ბა, ეს უკვე ფაქ­ტია. რაც ნამ­დვი­ლად სურს პუ­ტინს, ის არის, რომ იგი ითხოვს პა­ტი­ვის­ცე­მას ყვე­ლას­თან თა­ნას­წო­რად. ღმერ­თო ჩემო, განა პა­ტი­ვის­ცე­მის გა­მოვ­ლე­ნა ვინ­მეს მი­მართ და­საძ­რა­ხია? მე რომ მკი­თხონ (მაგ­რამ არა­ვინ მე­კი­თხე­ბა), ვი­ტყო­დი, რომ ამ კაცს იმ პა­ტი­ვის­ცე­მით მო­ვე­პყრო­ბო­დი, რო­მელ­საც იგი, ალ­ბათ, იმ­სა­ხუ­რებს“.

ვიცე-ად­მი­რა­ლი ჩი­ნეთ­ში დიდ საფრ­თხეს ხე­დავს:

"ჩვენ - ინ­დო­ეთს და გერ­მა­ნი­ას, ორი­ვეს გვჭირ­დე­ბა რუ­სე­თი, ჩი­ნე­თის წი­ნა­აღ­მდეგ“. რო­გორც ჩანს, კაი-ახიმ ში­ონ­ბახ­მა ჩი­ნე­თის შე­სა­ხებ ასე იმი­ტომ თქვა, რომ თა­ვი­სი ინ­დო­ე­ლი კო­ლე­გე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მი­ე­პყრო. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ჩი­ნეთ­სა და ინ­დო­ეთს შო­რის უკვე მრა­ვა­ლი წე­ლია სა­სა­ზღვრო დავა მიმ­დი­ნა­რე­ობს, რო­მელ­მაც არა­ერ­თხელ გა­მო­იწ­ვია ინ­ცი­დენ­ტე­ბი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­თა მსხვერ­პლით.

რო­გორც კაი-ახიმ ში­ონ­ბა­ხი აღ­ნიშ­ნავს, მის­თვის, ქრის­ტი­ან-კა­თო­ლი­კე­სათ­ვის, რუ­სე­თის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია ახ­ლოს დგას იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი რომ ათე­ის­ტი იყოს. ევ­რო­კავ­შირს და სა­ერ­თოდ ევ­რო­პას რუ­სეთ­თან უფრო მეტი სა­ერ­თო აქვს, ვიდ­რე ჩი­ნეთ­თან. ეს თე­ზი­სი ერთ-ერთი მთა­ვა­რია ამე­რი­კე­ლი წამ­ყვა­ნი გე­ო­პო­ლი­ტი­კოს-სტრა­ტე­გო­სის ჰენ­რი კი­სინ­ჯე­რის თე­ზი­სე­ბი­დან, რო­მე­ლიც მან გა­ახ­მუ­ა­რა თა­ვის წიგნ­ში "მსოფ­ლიო წეს­რი­გი“ (და­ის­ტამ­ბა 2014 წელს).

ვიცე-ად­მი­რა­ლი კაი-ახიმ ში­ონ­ბა­ხი მო­ნა­წი­ლე­ობ­და სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ებ­ში კო­დუ­რი სა­ხელ­წო­დე­ბე­ბით "ურ­ყე­ვი თა­ვი­სუფ­ლე­ბა“ და "ატა­ლან­ტა“, სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო ფლო­ტის სარ­დლად და­ნიშ­ვნამ­დე იგი მუ­შა­ობ­და გერ­მა­ნი­ის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სტრა­ტე­გი­ი­სა და და­გეგ­მა­რე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სად. "მწვა­ნე­თა პარ­ტი­ის“ სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის ექ­სპერ­ტმა რე­ი­ნ­ჰარდ ბი­უ­ტი­კო­ფერ­მა კაი-ახიმ ში­ონ­ბა­ხის გა­მო­ნათ­ქვა­მებ­ზე ტვი­ტერ­ში და­წე­რა, რომ [ვიცე-ად­მი­რა­ლის­გან] "ეს და­უ­ჯე­რე­ბე­ლია“.

Ambebi.ge

myquiz